საქართველოს პარლამენტში ფრაქციების რაოდენობა ათამდე გაიზარდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საკანონმდებლო ორგანოში 10 ფრაქცია იქნება, რომელთაგან 6 - საპარლამენტო უმრავლესობაში შედის, 2 - უმცირესობაში, კიდევ ორი კი დამოუკიდებელი ფრაქციაა.

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ბიურომ ცნობად მიიღო საკანონმდებლო ორგანოში კიდევ ორი ახალი ფრაქციის — „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნება — მწვანეების“ სექმნის საკითხი. 

„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის შექმნა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მომხდარი განხეთქილების შემდეგ გახდა აუცილებელი. იანვარის დასაწყისში პარტიიდან ლიდერთა ნაწილი წავიდა, მათ შორის ენმ-ს 20 დეპუტატი პარლამენტში. 

„ქართულ ოცნება — მწვანეების“ ფრაქციის შექმნის შესახებ, ბიუროს დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გახდა ცნობილი.

ნაცმოძრაობა - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტში „ნაცმოძრაობას“ ერთი ფრაქცია ეყოლება
 

ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობაში“ ექვსი დეპუტატია: რომან გოცირიძე, სალომე სამადაშვილი, თინათინ ბოკუჩავა, ნიკა მელია, კობა ნაყოფია და აზერ სულეიმანოვი.

ახალ ფრაქციას რომან გოცირიძე ხელმძღვანელობს. 

„ქართული ოცნება — მწვანეების“ ფრაქციას „საქართველოს მწვანეთა პარტიის“ ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე უხელმძღვანელებს და მასში ხუთი მაჟორიტარი დეპუტატი შევა მმართველი პარტიიდან: ზაზა გაბუნია, ირაკლი აბუსერიძე, დიმიტრი მხეიძე, გიორგი ბრეგაძე, სამველ მანუკიანი. 

ამგვარაად საქართველოს პარლამენტის სხდომაზე ცნობად მიღების შემდეგ, პარლამენტში 10 ფრაქცია იქნება. 

 

ყველა ახალი ამბავი
0