რესპუბლიკურ პარტიას ახალი პოლიტიკური მდივანი ყავს

© photo : Republican Party of Georgia / FBრესპუბლიკური პარტია
რესპუბლიკური პარტია - Sputnik საქართველო
გამოწერა
რესპუბლიკური პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა თამარ კორძაია პარტიის პოლიტიკურ მდივნად აირჩია.

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. საქართველოს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი მისი ერთ-ერთი წარმომადგენელი თამარ კორძაია გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია პარტიის ოფიციალურ Facebook გვერდზეა განთავსებული. 

კორძაია პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა აირჩია. აქამდე ეს პოსტი დავით ბერძენიშვილს ეკავა. იგი განაგრძობს მუშაობას პარტიაში საარჩევნო-პოლიტიკური ანალიზის მდივნის პოსტზე.

თინა ხიდაშელი - Sputnik საქართველო
ხიდაშელი „რესპუბლიკურ პარტიას“ ტოვებს

რესპუბლიკური პარტიის წესდების თანახმად, პოლიტიკური მდივანი თავმჯდომარის შემდეგ მეორე პირია პარტიაში. 

2016 წლის ოქტომბერში გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მაშ შემდეგ, რაც პარტიის წევრები ვერ მოხვდნენ საკანონმდებლო ორგანოში, რესპუბლიკური პარტია ლიდერთა უმრავლესობამ დატოვა. მათ შორის პარლამენტის ექს-სპიკერმა დავით უსუფაშვილმა, ექს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, ექს სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა, კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ და სხვებმა. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0