თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. პარტია "Единая Россия“-ს ყრილობამ რუსეთის პრემიერი დიმიტრი მედვედევი ხელახლა 5 წლის ვადით აირჩია პარტიის თავმჯდომარის პოსტზე. კენჭისყრის შედეგები პარტიის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ბორის გრიზლოვმა გამოაცხადა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
„2012 წლის 26 მაისს, პარტია "Единая Россия“-ს დამფუძნებლის ვლადიმერ პუტინის წინადადებით, პარტიის თავმჯდომარედ ერთხმად იქნა არჩეული დიმიტრი მედვედევი. გასულმა ხუთმა წელმა დაგვანახა, რომ ეს გადაწყვეტილება სწორი იყო“, — დასძინა გრიზლოვმა.
ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას, დიმიტრი მედვედევმა დამსწრეთ შესთავაზა, რომ ხუთი წლის მანძილზე, ყოველწლიურად რუსეთის ფედერაციაში ჩატარდეს წინასწარ ხმის მიცემის ერთიანი დღე რეგიონალურ საკანონმდებლო ორგანოებში კანდიდატების შესარჩევად.
„გასული წლის მაისში, პირველად ჩატარდა წინასწარი ხმის მიცემის ერთიანი დღე. "Единая Россия“-ს ყველა პარტიულ თუ უპარტიო კანდიდატს უნდა გაევლო ეს პროცედურა, მონაწილეობა მიეღო დებატებში. ამომრჩევლებმა ფაქტიურად თავად მოახდინეს ჩვენი პარტიის საარჩევნო სიის ფორმირება. არც ერთ სხვა პარტიას არ მიუნდვია ხალხისთვის ეს პროცესი“, — თქვა მედვედევმა. აქედან გამომდინარე გთავაზობთ ხუთი წლის მანძილზე ყოველწლიურად ჩავატაროთ წინასწარი ხმის მიცემის ერთიანი დღე და ასე განვსაზღვროთ რეგიონალური საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატობის კანდიდატები — განაცხადა მედვედევმა.