თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში „ედინაია როსიას“ ამომრჩეველთა 54,28%-მა დაუჭირა მხარი, რუსეთის კომუნისტურ პარტიას — 13,61%-მა, რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიას — 13,37%-მა, ხოლო „სპრავედლივაია რისოას“ კი 6,17%-მა, იუწყება სააგენტო "რია ნოვოსტი" რუსეთის ცესკოზე დაყრდნობით.
სისტემა „არჩევნების“ მონაცემებით, კომუნისტური პარტია მეორე ადგილს იკავებს, ლიბერალ-დემოკრატები მესამე ადგილზე გავიდნენ, „სპრავედლივაია როსიამ“ კი საარჩევნო ხმების 6,16% აიღო. დანარჩენმა პარტიებმა 5%-იანი (სახელმწიფო დუმაში მოსახვედრად) და 3%-იანი (სახელმწიფო დაფინანსების მოპოვებისათვის) ბარიერის გადალახვა ვერ მოახერხეს.
„ედინაია როსია“ 203 ერთმანდატიან ოლქში იმარჯვებს, ‘სპრავედლივაია როსია“ და კომუნისტური პარტია — თითოეული შვილ საარჩევნო ოლქში, ლიბერალ-დემოკრატები — ხუთ ოლქში, „როდინა“ და „გრაჟდანსკაია პლატფორმა“ — თითოეულ საარჩევნო ოლქში.
ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, რუსეთის დუმის არჩევნებზე მოსახლეობის აქტივობა 47,92% იყო.