შტაინმაიერი: ბოლოს და ბოლოს, ძველი ეპოქა დასრულდა

© photo: courtesy of Giorgi Kvirikashviliფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მინისტრის აზრით, დონალდ ტრამპის მმართველობისას აშშ-ის პოლიტიკა წინასწარ ძნელად განსაჭვრეტი იქნება

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის აზრით, აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრმპის არჩევა უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი მომენტია, რითაც ბოლო მოეღო XX საუკუნის მსოფლიო წყობას, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გამოცემა Bild am Sonntag-ზე დაყრდნობით. 

„ტრამპის არჩევასთან ერთად, როგორც იქნა, XX საუკუნის ძველილ სამყარო წარსულში დარჩა“, — ამბობს შტაინმაიერი Bild am Sonntag-ის სტატიაში. 
მისი თქმით, ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული, როგორი სახე ექნება მსოფლიოს ხვალ, ვინაიდან ახლაც, ისევე როგორც ყოველთვის, ხელისუფლების ცვლისას რაღაც გაურკვევლობა, ეჭვები და კითხვის ნიშნები გაჩნდა ახალი ხელმძღვანელობის კურსთან დაკავშირებით.

„თუმცა ამ დროში — ახალი გლობალური ქაოსის დროში — საუბარია უფრო მეტზე, დღეს ძალიან ბევრი დევს ფსონზე“, — აღნიშნა დიპლომატმა.

ჯონ ბრენანი, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი შეფი - Sputnik საქართველო
CIA-ს ექს-შეფმა ტრამპი მკაცრად გააკრიტიკა

აღსანიშნავია, რომ მანამდე კიდევ ერთმა გერმანელმა მაღალჩინოსანმა, ეკონომიკისა და ტექნოლოგიების მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა გააკეთა კომენტარი ტრამპის გაპრეზიდენტებაზე და განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევა „ამერიკული საზოგადოების მკვეთრ რადიკალიზაციაზე მიანიშნებს“.

რაც შეეხება შტაინმაიერს, მისი აზრით, ახალი პრეზიდენტის მმართველობისას აშშ-ის პოლიტიკა წინასწარ ძნელად განსაჭვრეტი იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0