თბილისში ნარკოდანაშაულისათვის საბერძნეთი მოქალაქე დააკავეს

© photo: Sputnik / Oleg Zoloto / გადასვლა მედიაბანკშინარკოტიკები
ნარკოტიკები - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულს პირადი ჩხრეკისას მეტადონი და კოკაინი აღმოაჩნდა.

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 1968 წელს დაბადებული გ.ჩ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს, ის საბერძნეთის მოქალაქეა, ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩაატარეს.

Synthetic drugs - Sputnik საქართველო
საქართველოში ნარკოდანაშაულისთვის აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

„სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 58,4 მილიგრამი მეტადონის მარილის შემცველი სითხე და 8,77 გრამი კოკაინის მარილი ამოიღეს", ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს. 

ყველა ახალი ამბავი
0