საქართველოში ნარკოდანაშაულისთვის აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

© photo: Sputnik / Sergey Venyavsky / გადასვლა მედიაბანკშიSynthetic drugs
Synthetic drugs - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციამ აზერბაიჯანის მოქალაქეს 33,42 გრამი ნარკოტიკული საშუალება აღმოუჩინა.

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში ნარკოდანაშაულისთვის 1984 წელს დაბადებული აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს, აღნიშნულია საქართველოს შსს-ს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და დროებითი ბინის ჩხრეკისას 33,42 გრამი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცების სახით ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 21 გრამ ჰეროინს შეიცავს. პოლიციამ ასევე ამოიღო 4 კაფსულა ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“.

პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
სამართალდამცველებმა ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე აღიძრა საქართველოს სსკ-ის 260-ე  და 261-ე მუხლებით, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით შვიდიდან ოც წლამდე ვადით, ან უვადო პატიმრობით.

ყველა ახალი ამბავი
0