თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა–შენახვისა და ნარკოტიკების უკანონო შეძენა–შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, იუწყება სამინისტროს პრეს–სამსახური.
სამართალდამცველებმა ერთ–ერთი დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს 20 აბი „სუბოქსინი“, 17 აბი „მეტადონი“, ერთ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, ხოლო მეორე პირის ჩხრეკისას – ერთ შეკვრად დაფასოებული ჰეროინი და აბი „სუბოქსინი“.
გამოძიება მიმდინარეობს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე.