თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენისა და შენახვისთვის ერთი მოქალაქე დააკავეს, აღნიშნულია შსს–ს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 126 აბი ამოიღეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც ისჯება რვიდან ოც წლამდე ან უვადო პატიმრობით.