აღმოსავლეთ საქართველოში პოლიციელმა ცეცხლსასროლი იარაღით მოქალაქე დაჭრა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მედიის ინფორმაციით, ინციდენტის მიზეზი სიტყვიერი შელაპარაკება გახდა.

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. პოლიციელმა ლაგოდეხში ცეცხლასასროლი იარაღით მამაკაცი დაჭრა, ამის შესახებ ტელეკომპანია რუსთავი 2 იტყობინება. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით, ქალაქის ცენტრში მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. რესტორნის მეპატრონის თქმით, რესტორანში ნათლობას აღნიშნავდნენ, სადაც მამაკაცებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რაც მოგვიანებით შენობის გარეთ გაგრძელდა.

 მამაკაცს პოლიციელმა ჭრილობა მუცლის არეში მიაყენა. დაჭრილი გურჯაანის საავადმყოფოში მკურნალობს.

პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
მკვლელობა შარტავას ქუჩაზე გახსნილია

 "შსს-ს ინფორმაციით, პოლიციელი ლაშა წიქარიშვილი სამსახურიდან უკვე გაათავისუფლეს. მომხდარ ფაქტს პროკურატურა იძიებს. თუმცა, უწყებას ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია", — იტყობინება ტელეკომპანია. 

 მედიის ინფორმაციით, ინციდენტის ერთ-ერთ მიზეზი დაზარაალებულის მხრიდან პოლიციელის მეუღლისთვის გაგზავნილი სატელეფონო შეტყობინებები გახდა. 

ყველა ახალი ამბავი
0