თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 38 წლის თბილისელი დააკავეს, აღნიშნულია უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ პრეს-სამსახურის განცხადებაში.
მკვლელობა 14 იანვარს შარტავას ქუჩაზე მოხდა. ბრალდებულმა 37 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა და მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ კვირას ის გარდაიცვალა.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლებით „განზრახ მკვლელობა“ და „ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა“, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობით ისჯება.