მკვლელობა თბილისში: პოლიციამ საქმე ცხელ კვალზე გახსნა

გამოწერა
ორშაბათს, დილით მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნაცნობი მოკლა.

თბილისი, 16 იანვარი  – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში მკვლელობის ბრალდებით 49 წლის მამაკაცი დააპატიმრეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პისტოლეტი - Sputnik საქართველო
მკვლელობა გორში – ქალაქის ცენტრში ბიზნესმენი ჩაცხრილეს

პოლიციის მონაცემებით, ბრალდებულმა ორშაბათს, 16 იანვარს ალექსეევკის დასახლებაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით 62 წლის ნაცნობი სასიკვდილოდ დაჭრა, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. მკვლელობას წინ უძღოდა აღნიშნულ პირებს შორის ჩხუბი.

სამართალდამცველებმა დამნაშავე მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე საათის შემდეგ დააკავეს. მკვლელობის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოღებულია.

სისხლის სამართლის საქმე „განზრახ მკვლელობის“ მუხლითაა აღძრული, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0