თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა — ეს მეორე სერიოზული დარტყმაა ევროპაზე Brexit-ის შემდეგ, განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა პარტია „ნაციონალური ფრონტიდან“ მარი ლე პენმა გერმანიის ქალაქ კობლენცეში გამართულ კონფერენცია Freedom for Europe-ზე სიტყვით გამოსვლისას, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
„ძველ ევროპაზე [Brexit-ის შემდეგ] მეორე დარტყმამ დიდხანს არ გვალოდინა — ეს აშშ-ის პრეზიდენტად ბატონი ტრამპის არჩევაა“, — განაცხადა მან.
თუმცა, ლე პენის თქმით, ტრამპის „პოზიცია ევროპისადმი ნათელია და გასაგები“ — ის მხარს არ დაუჭერს ადამიანების ჩაგვრის სისტემას.
კობლენცეს კონფერენციაში ევროპარლამენტის უკიდურესად მემარჯვენე ფრაქცია „ერებისა და თავისუფლებების ევროპის“ წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას, რომელშიც შედის კიდეც საფრანგეთის „ნაციონალური ფრონტი“.