ჯეჯელავა: სისხლის სამართლის კოდექსს ცოლად მოყვანა–არ მოყვანა არ აინტერესებს

© FB / Александр Джеджелаваალექსანდრე ჯეჯელავა
ალექსანდრე ჯეჯელავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმერეთის ერთ-ერთ სკოლაში 40 წლის მანდატურმა 15 წლის გოგონა გააუპატიურა. ოჯახი ჩივილს არ აპირებს, ვინაიდან ყოფილი მანდატური გოგონაზე დაქორწინების პირობას დებს.

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. სკოლის მანდატური, რომელმაც  15 წლის მოსწავლესთან სქესობრივი კავშირი დაამყარა, აუცილებლად დაისჯება, განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

„მე ძალიან ვწუხვარ ამ შემთხევასთან დაკავშირებით, რაც მოხდა. ეს ადამიანი აღარ მუშაობს ჩვენს სამსახურში და მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნაა დაწყებული. თუმცა ამის გამო, ჩვენ, მანდატურის მუნდირს ჩრდილი არ უნდა მივაყენოთ. დასჯა აუცილებლად მოხდება, სისხლის სამართლის კოდექსს ცოლად მოყვანა არ მოყვანა არ აინტერესებს“, — განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ამავე დროს, ძალიან სამწუხაროა  საზოგადოების დამოკიდებულება აღნუშნული საკითხისადმი.

ხელბორკილები - Sputnik საქართველო
იმერეთის ერთ-ერთ რაიონში მანდატურმა 15 წლის მოსწავლე გააუპატიურა

„ადრეულ ასაკში ქორწინების მიმართ. საზოგადოება  მაინც რჩება ტოლერანტური, რაც პრინციპში კარგი არ არის.  ჩვენ უნდა  შევეცადოთ განათლებით, პირველ როგში,  ოჯახებთან და საზოგადოებასთან მუშაობით, რომ ასეთ ადრეულ ასაკში ქორწინების მიუღებლობა დავანახოთ“, — აღნიშნა ჯეჯელავამ.

შემთხვევა იმერეთის ერთ–ერთ სოფელში მოხდა. მანდატური 40 წლისაა და უკვე რამდენიმე წელია სკოლაში მუშაობს. 15 წლის მოსწავლე კი აღნიშნულ სკოლაში ერთი წლის წინ გადავიდა.

გამოძიება   სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლითაა აღძრული, რაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0