ახალი პროექტი საქართველოში: „ბიბლიოთეკა მატარებელში“

გამოწერა
ივნისიდან“ საქართველოს რკინიგზის“ მატარებლებში სხვადასხვა ენებზე დაწერილი განსხვავებული ჟანრის წიგნები გაჩნდება.

თბილისი 21 იანვარი — Sputnik. საქართველოს რკინიგზა აპირებს  განახორციელოს პროექტი „ბიბლიოთეკა მატარებელში“, რომლის მიზანიც ჩვენი მოქალაქეების ტრანსპორტში პრაქტიკული კითხვის კულტურის ამაღლება იქნება, ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი გრუზია“ საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურის ხელმძღვანელ დაჩი ცაგურიაზე დაყრდნობით იტყობინება. 

„საქართველოში მატარებლებსა და ზოგადად ტრანსპორტში კითხვის პრაქტიკა არ არსებობს და ჩვენ გვსურს ამ კულტურის პრაქტიკაში დამკვიდრება. ეს  მატარებლებში დროის გატარების ძალიან კომფორტული, სასიამოვნო და საინტერესო გზაა“. —აღნიშნა ცაგურიამ.  

საორიენტაციოდ ახალი პროექტი ივნისის თვიდან შევა ძალაში. პირველ ეტაპზე წიგნის თაროები განთავსდება მაგისტრალურ რეისებში: თბილისი- ზუგდიდი, თბილისი-ბათუმი, თბილისი-ფოთი. 

ბირჟა, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
საქართველო „რკინიგზისა“ და „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ აქციების 25%–ს გაყიდის

პროექტის „ბიბლიოთეკა მატარებელში“ ავტორებმა გადაწყვიტეს, საზოგადოებისთვის, მწერლებისა და გამომცემლებისთვის მიემართათ თხოვნით, რომ მათ ამ იდეის განხორციელებისთვის სხვადასხვა ჟანრის წიგნები გადასცენ. მათ, ვისაც ამ პროექტში ჩართვის სურვილი გაუჩნდება, შეუძლიათ შერჩეული წიგნები საქართველოს ნებისმიერ სარკინიგზო სადგურზე მიიტანონ, მორიგეს დაუტოვონ და აცნობონ, რომ წიგნები პროექტისთვის „ბიბლიოთეკა მატარებლებშია“ განკუთვნილი. ახალმა პროექტმა უკვე გამოიწვია რეზონანსი: წიგნები პროექტისთვის უკვე შემოვიდა ბათუმიდან, ოზურგეთიდან, ქუთაისსა და სხვა ქალაქებიდან. პირველ ეტაპზე წიგნები ბიბლიოთეკას მგზავრობის დასრულებისთანავე უნდა დაუბრუნდეს. მოგვიანებით კი, შესაძლებელი გახდება წიგნების სახლებში წაღებაც, ოღონდ, ამის მსურველი საკუთარ პირად და საკონტაქტო მონაცემებს დატოვებს. ხოლო წიგნის წაკითხვის მერე მას ადგილზე დააბრუნებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0