არეულობა ტრამპის ინაუგურაციის დღეს: დაკავებულია 217 ადამიანი

© photo: Sputnik / Владимир Астапкович / გადასვლა მედიაბანკშიპოლიცია ვაშინგტონში ინაუგურაციის დღეს
პოლიცია ვაშინგტონში ინაუგურაციის დღეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტრამპის ინაუგურაციის დღეს მასშტაბური დემონსტრაციები DisruptJ20-ის („ჩაშალე 20 იანვარი“) აქტივისტთა ჯგუფმა და ასევე მსოფლიოში ცნობილმა ორგანიზაცია Demand Protest-მა დააანონსეს.

თბილისი, 21 იანვარი  — Sputnik. ვაშინგტონის პოლიციამ 217 ადამიანი დააკავა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დღეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ვაშინგტონის პოლიციის შეფის მოვალეობის შემსრულებელ პიტერ ნიუსემზე დაყრდნობით.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო ფიცი დადო

ნიუსემის თქმით, დაკავებისას ექვსი პოლიციელი უმნიშვნელოდ დაშავდა.

„კანონდამრღვევი პირები, რომლებიც დილიდან მონაწილეობდნენ ინციდენტებში, დააპატიმრეს და ბრალად უწესრიგობის მოწყობა წაუყენეს“, — განაცხადა პიტერ ნიუსემმა პრესკონფერენციაზე.

დღის განმავლობაში ქალაქში დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის რამდენჯერმე მოხდა შეტაკება. თავდამსხმელები ამტვრევდნენ ვიტრინებსა და მანქანების მინებს, ხოლო ქალაქის ცენტრში ლიმუზინიც კი დაწვეს.

აღსანიშნავია, რომ ტრამპის ინაუგურაციის დღეს მასშტაბური დემონსტრაციები DisruptJ20-ის („ჩაშალე 20 იანვარი“) აქტივისტთა ჯგუფმა და ასევე მსოფლიოში ცნობილმა ორგანიზაცია Demand Protest-მა დააანონსეს.

ყველა ახალი ამბავი
0