რუსთავში ხუთმა ქალმა აფთიაქი გაქურდა

გამოწერა
ქალი, რომელმაც აფთიაქში კოსმეტიკური საშუალებები მოიპარა, სისხლის სამართლის პასუხისგება ემუქრება.

თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. ქალმა რუსთავში მდებარე ერთ-ერთი აფთიაქიდან 240 ლარის ღირებულების დეზოდორანტები და კრემები მოიპარა, იუწყება სააგენტო „ნოვოსტი —გრუზია“  შსს-ს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით. 

ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გორში 5 ბინის ქურდობაში ბრალდებულები დააკავეს

ქურდობა 12 იანვარს მოხდა, თუმცა შსს-მ გამოძიება 19 იანვარს მას შემდეგ დაიწყო, რსაც აფთიაქის თანამშრომლებმა განცხადებით მიმართეს მათ.

მასმედიის ცნობით, დანაშაულში ხუთი ქალი მონაწილეობდა, რომლებმაც 1000 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების კოსმეტიკური საშუალება წაიღეს.

შსს-ში აღნიშნეს, რომ აფთიაქში ორი ქალი შევიდა, რომელთაგან ერთ-ერთმა ქურდობა განახორციელა.

დამნაშავის იდენტიფიცირება უკვე მოხდა, ამ ეტაპზე მისი დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს.

სისხლის სამართლის საქმე „ქურდობის“ მუხლით აღიძრა, რაც ჯარიმას ან ერთიდან სამ წლამდე ვადით თავისუფლების შეზღუდვას ან იმავე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 


ყველა ახალი ამბავი
0