დე ნირო, ბოლდუინი და შერი ტრამპის წინააღმდეგ მიტინგზე გამოვიდნენ

გამოწერა
ნიუ-იორკის მერი და ჰოლივუდის მსახიობები აშშ-ის ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამართულ მიტინგზე გამოვიდნენ.

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ჰოლივუდის ვარსკვლავებმა და ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე მის წინააღმდეგ გამართულ მიტინგში მიიღეს მონაწილეობა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.

​

​

საპროტესტო აქციას შეუერთდნენ მსახიობები რობერტ დე ნირო, მარკი რუფალო და ალეკ ბოლდუინი, რეჟისორი მაიკლ მური და მომღერალი შერი.

აქცია, რომელმაც რამდენიმე ათასი მონაწილე შეკრიბა, ნიუ-იორკში, ტრამპის შტაბ-ბინის — ცათამბჯენ Trump Tower-ის უშუალო სიახლოვეს მიმდინარეობდა.

მიტინგზე ცნობილი სახეებიდან პირველი რობერტ დე ნირო გამოვიდა, და განაცხადა, რომ ტრამპს „ცუდ მაგალითად მიიჩნევს ამ ქვეყნისა და ამ ქალაქისთვის“.

დონალდ ტრამპის პრესკონფერენცია - Sputnik საქართველო
ამერიკელმა ქალმა ტრამპს სასამართლოში შევიწროებისთვის უჩივლა

„ეს დასასრული არ არის, ეს მხოლოდ დასაწყისია“, — განაცხადა დე ბლაზიომ, რომელიც ტრამპის რეგულარული ოპონენტია, განსაკუთრებით, მიგრაციის საკითხებში.

ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტის სავარძელს ოფიციალურად 20 იანვრის ინაგურაციის შემდეგ დაიკავებს.

ყველა ახალი ამბავი
0