კაცხის მონასტრის რეაბილიტაცია დაიწყო

გამოწერა
სამუშაოები ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაცხში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი ღირებულება მილიონ ლარს აჭარბებს.

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. კაცხის მონასტრის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, იუწყება ტელეკომპანია „რიონი“.

მონასტრის სარესტავრაციო–საკონსერვაციო სამუშაოები და მონასტრის ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის ზონების მოწყობის პროცესი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ დაათვალიერა.

ნარიყალა და ხედი ძველ თბილისზე - Sputnik საქართველო
ნარიყალას რესტავრაცია 2017 წლის ბოლომდე დასრულდება

„მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობით ვახორციელებთ ამ უნიკალური ძეგლის რეაბილიტაციას. მის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება ტურისტული ცენტრი. სამუშაოებს დავასრულებთ აპრილის ბოლოს და მზად ვიქნებით მივიღოთ ტურისტები“, – განაცხადა ზურაბ ალავიძემ. 

მონასტრის ტერიტორიაზე ტურისტული ცენტრის აშენების გარდა იგეგმება ღია ტერასის მოწყობა, წყაროს აღდგენა-მოპირკეთება, ეკლესიამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და გარე წყალმომარაგების სისტემების მონტაჟი.

სამუშაოები ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაცხში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი ღირებულება მილიონ ლარს აჭარბებს. საქართველო მსოფლიო ბანკს 1992 წელს მიუერთდა. ამ ხნის განმავლობაში 73 პროექტზე მეტი დაფინანსდა, რომელთა საერთო ღირებულება 2,58 მილიარდი დოლარია. 

კაცხის ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ორიგინალური ძეგლია. ტაძარი აგებულია X-XI საუკუნეების მიჯნაზე. ასეთი შესანიშნავი ტაძრის აშენება ამ ადგილზე მიუთითებს, რომ კაცხი თავის დროზე სამხედრო-სტრატეგიული და საეკლესიო ცენტრი უნდა ყოფილიყო.

ყველა ახალი ამბავი
0