ნარიყალას რესტავრაცია 2017 წლის ბოლომდე დასრულდება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliნარიყალა და ხედი ძველ თბილისზე
ნარიყალა და ხედი ძველ თბილისზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველ ეტაპზე ჩატარდება ციხე-სიმაგრის კედლების გასამაგრებელი სამუშაოები, შემდეგ – ფასადისა და სხვა დაზიანებული ნაწილების რესტავრაცია.

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. ნარიყალას ციხე-სიმაგრის რესტავრაცია 2017 წლის ბოლოს დასრულდება. სარემონტო სამუშაოებს თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს.

აღდგენითი სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყო. რემონტისთვის გამოყოფილია 727 ათასი ლარი, აქედან 300 ათასი ლარი 2016 წელს დაიხარჯება.

© FB/ დავით ნარმანია/David Narmaniaნარიყალას ციხე-სიმაგრის აღდგენა
ნარიყალას ციხე-სიმაგრის აღდგენა - Sputnik საქართველო
ნარიყალას ციხე-სიმაგრის აღდგენა

თბილისის მერი დავით ნარმანია პირველ ეტაპზე გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო და განაცხადა, რომ ციხე-სიმაგრეში ასეთი მასშტაბის სარესტავრაციო სამუშაოები დღემდე არ ჩატარებულა.

დავით აღმაშენებლის გამზირი - Sputnik საქართველო
დავით აღმაშენებლის გამზირი - გუშინ და დღეს

„რაც მთავარია, ციხე-სიმაგრე კულტურული მემკვიდრეობის წესების სრული დაცვით აღდგება და მომავალში კვლავ იქნება ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი როგორც ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის“, — განაცხადა ნარმანიამ.

ნარიყალას ციხის რეაბილიტაცია პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში ხორციელდება. ციხის აღდგენაზე ძეგლთა დაცვის სფეროს სპეციალისტები მუშაობენ. 

გრძელვადიანი პროექტი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე ჩატარდება ციხე-სიმაგრის კედლების გასამაგრებელი სამუშაოები, შემდეგ — ფასადისა და სხვა დაზიანებული ნაწილების რესტავრაცია.

© FB/ დავით ნარმანია/David Narmaniaნარიყალას ციხე-სიმაგრის აღდგენა
ნარიყალას ციხე-სიმაგრის აღდგენა - Sputnik საქართველო
ნარიყალას ციხე-სიმაგრის აღდგენა

ნარიყალას ციხე-სიმაგრე თბილისის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ჩვენამდე მოღწეული ძირითადი ნაგებობები XVI-XVII საუკუნეებით თარიღდება. 1827 წელს მომხდარმა მიწისძვრამ ის მნიშვნელოვნად დააზიანა.

ამჟამად ციხე-სიმაგრე ავარიულ მდგომარეობაში.

ყველა ახალი ამბავი
0