გიორგი კვირიკაშვილი დავოსში სერბეთის პრემიერ–მინისტრს შეხვდა

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკისა და ტურიზმის, ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით არსებულ პოტენციალზე, ამ მხრივ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, სერბეთის პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა, აღნიშნულია მთავრობის მეთაურის პრეს–სამსახურის განცხადებაში.

მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ძირითადი საკითხები

და აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გააქტიურება.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი დავოსში პოროშენკოსთან მოლაპარაკებებს გამართავს

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკისა და ტურიზმის, ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით არსებულ პოტენციალზე, ამ მხრივ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.

პრემიერ-მინისტრებმა აღნიშნეს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესი ეროინტეგრაციის პროცესში. ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სერბეთი, როგორც ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა, მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას.

შეხვედრას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია.

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, ტრადიციულად, სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს, მსოფლიო ბიზნესის ლიდერებს, მეცნიერებს, ეკონომისტებს, პოლიტოლოგებს მასპინძლობს.

წლევანდელ, რიგით 47–ე ფორუმში, რომლის დევიზია „პასუხისმგებლიანი ლიდერობა“, მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერები, 50 ქვეყნის ათასამდე მსხვილი კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს.

გიორგი კვირიკაშვილი დავოსში - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილმა დავოსში აბრეშუმის გზის დიდ მნიშვნელობაზე ისაუბრა

კვირიკაშვილი უკვე გამოვიდა სიტყვით სესიაზე „აბრეშუმის გზის გავლენა“ (The Silk Road Effect) და ისაუბრა, თუ როგორ ზეგავლენას ახდენს თანამედროვე აბრეშუმის გზის ფარგლებში განხორციელებული პოლიტიკური და ინფრასტრუქტურული ინვესტიცია ეკონომიკურ ზრდასა და ევროპისა და აზიის ჰარმონიზაციის პროცესებზე.

პრემიერს დავოსის ფორუმის ფარგლებში რიგი შეხვედრების გამართვა აქვს დაგეგმილი, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტ  პეტრო პოროშენკოსთან და ხორვატიის პრემიერ ანდრეი პლენკოვიჩთან.

საქართველომ სერბეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 1995 წლის 26 ივნისს დაამყარა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0