ტერორისტმა სტამბულის ღამის კლუბში განხორციელებული თავდასხმა აღიარა

© REUTERS / Dogan News Agency (DHA)თურქეთის პოლიცია
თურქეთის პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთის უსაფრთხოების სამსახურების მიერ დაკავებულმა პირმა, რომელმაც 31 დეკემბერს სტამბულის ღამის კლუბში ცეცხლი გახსნა, დანაშაული აღიარა.

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. თურქული პოლიციის მიერ დაპატიმრებულმა აბდულგადირ მაშარიპოვმა, რომელსაც ბრალი ედება  31 დეკემბერს სტამბულის ღამის კლუბში განხორციელებულ ტერაქტში,  დანაშაული აღიარა, განაცხადა სამშაბათს სტამბულის გუბერნატორმა ვასიპ შაჰინმა.

მანამდე სტამბულში ტერორისტის დაკავების შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა გააკეთა.

რეანომობილი თურქეთში - Sputnik საქართველო
ტერაქტი სტამბულში: დაღუპულია 39 და დაჭრილია 69 ადამიანი

„გუშინ საფუძვლიანად დაგეგმილი სპეცოპერაციის ფარგლებში მაშარიპოვი დააკავეს, რომელიც ცნობილია როგორც აბუ მუჰამედ ჰორასანი. ის უზბეკეთში 1983 წელს დაიბადა, ფლობს 4 ენას, წვრთნას გადიოდა ავღანეთში, ის კარგად მომზადებული ტერორისტია. თურქეთში, სავარაუდოდ, 2016 წლის იანვარში შემოვიდა. შემდეგ ტერორისტი სტამბულში ჩამოვიდა, იქირავა ბინა და ტერაქტის წინ კი დაიწყო მისამართების შეცვლა. მან დანაშაული უკვე აღიარა, შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი თითის ანაბეჭდები მისას ემთხვევა“, — ციტირებს სააგენტო „რია ნოვოსტი“ შაჰინის მიერ ჟურნალისტებისთვის გაკეთებულ განცახდებას.

როგორც მან დასძინა, პოლიციამ ძალისხმევა არ დაიშურა დამნაშავის გამოვლენისა და დაკავებისთვის. „გამოკვლეულია სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული 7200-საათიანი ჩანაწერები, ოპერაციაში პოლიციის ორი ათასი თანამშრომელი მონაწილეობდა და ის არა მარტო სტამბულში, არამედ თურქეთის სხვადასხვა ქალაქებში — იზმირში, კონიასა და ხატაიში ტარდებოდა. 152 მისამართზე ჩატარდა ჩხრეკა, ამასთან დაპატიმრებულია 50 პირი, ამოღებულია იარაღი და სხვა მტკიცებულებები“, — აღნიშნა გუბერნატორმა.

მისი სიტყვებით, მაშარიპოვის ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირის ალბათობა დიდია. მასთან ერთად დაკავებულია სამი ქალი და ერთ- ერაყელი მამაკაცი. დაკავების დროს იარაღი არ გამოყენებულა, დასძინა შაჰინმა.

სტამბულში ღამის კლუბ Reina-ზე შეიარაღებული თავდასხმა ახალი წლის ღამეს მოხდა. ავტომატით შეიარაღებულმა ტერორისტმა კლუბის დაცვის პოლიციელი მოკლა, შენობაში შეიჭრა, სადაც 700-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა და ცეცხლი გახსნა. თურქეთის შსს-ს მონაცემებით, ტერაქტს 39 ადამიანი (მათ შორის, 16 უცხოელი) ემსხვერპლა, 69-მ სხეულის დაზიანებები მიიიღო. თავდამსხმელის სამძებრო ოპერაციები ამ დრომდე გრძელდება.


ყველა ახალი ამბავი
0