ტერაქტი სტამბულში: დაღუპულია 39 და დაჭრილია 69 ადამიანი

© REUTERS / Umit Bektasრეანომობილი თურქეთში
რეანომობილი თურქეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეიარაღებული თავდასხმა სტამბულის ღამის კლუბ Reina–ზე ახალი წლის ღამეს მოხდა. თავდასხმას 39 ადამიანი ემსხვერპლა.

თბილისი, 1 იანვარი – Sputnik. სტამბულში ახალის წლის ღამეს ღამის კლუბში მომხდარ თავდასხმას, ბოლო ინფორმაციით, 39 ადამიანი ემსხვერპლა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაიღუპა 35 ადამიანი. მოგვიანებით მათი  რაოდენობა გაიზარდა.

აფეთქება კაისერიში - Sputnik საქართველო
ტერაქტი თურქეთში: 13 დაღუპული, 55 დაშავებული

ასევე, დაჭრილია 69 ადამიანი.

შეიარაღებული თავდასხმა სტამბულის ღამის კლუბ Reina–ზე ახალი წლის ღამეს მოხდა. საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ცეცხლი კალაშნიკოვის ავტომატებიდან სანტა–კლაუსის ფორმაში გამოწყობილმა ადამიანებმა გახსნეს. სტამბულის გუბერნატორმა კი განაცხადა, რომ ტერაქტი ერთმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ დაღუპულთა შორის 16 უცხოელია.

„ტერორისტის ძებნა გრძელდება. იმედი მაქვს, მას მალე დააკავებენ“, – აღნიშნა სოილუმ.

ყველა ახალი ამბავი
0