ტერაქტი თურქეთში: 13 დაღუპული, 55 დაშავებული

© REUTERS / Turan Bulut/ Ihlas News Agencyაფეთქება კაისერიში
აფეთქება კაისერიში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთის ცენტრალურ ნაწილში, კაისერიში დანაღმული ავტომობილი ავტობუსთან ახლოს აფეთქდა. ავტობუსით ჯარისკაცები და ეფრეიტორები მიემგზავრებოდნენ. დაიღუპა 13 სამხედრო მოსამსახურე და 55 – დაიჭრა.

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. თურქეთის ქალაქ კაისერიში აფეთქებას 13 სამხედრო ემსხვერპლა, 55 ადამიანი – დაიჭრა. მომხდარი უკვე კვალიფიცირებულია, როგორც ტერაქტი, მაგრამ ამაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.

„08:45 საათზე, ტერაქტის დროს, რომელიც მიმართული იყო სატრანსპორტო საშუალებაზე და რომლითაც ჯარისკაცები და ეფრეიტორები მგზავრობდნენ, 13 ჩვენი საბრძოლო მეგობარი დაიღუპა… დაშავებულთა შორის, შესაძლოა, სამოქალაქო პირებიც არიან“, – აღნიშნულია თურქეთის გენერალური შტაბის განცხადებაში.

#BREAKING First video footage from the explosion scene in #Turkey's #Kayseri. Witnesses say it is a car bomb attack. pic.twitter.com/AqJKyvkXuL

განცხადებით გამოვიდა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუც.

„ამჟამად 55 დაჭრილია, მათგან 12 რეანიმაციულ გაყოფილებაშია, ექვსის მდგომარეობა მძიმეა. რვა დაღუპული უკვე იდენტიფიცირებულია“, – განაცხადა სოილუმ ტელეარხ NTV–ს ეთერში.

ორმაგი ტერაქტი სტამბულში: კადრები შემთხვევის ადგილიდან - Sputnik საქართველო
ორმაგი ტერაქტი სტამბულში: კადრები შემთხვევის ადგილიდან

ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა ბინალი ილდირიმმა აღნიშნა, რომ ტერაქტი კაისერიში თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.

„დღეს თვითმკვლელი ტერორისტის გამოყენებით თავდასხმა მოხდა ავტობუსზე, რომელსაც სამხედროები გადაჰყავდა“, – განაცხადა ილდირიმმა ტელევიზიის ეთერში.

თურქეთის ვიცე–პრემიერმა ვეისელ ქაინაქმა უფრო ადრე განაცხადა, რომ კაისერის ტერაქტი, შესრულების მანერით, სტამბულში გასულ შაბათს განხორციელებულ ტერაქტს ჰგავს.

ტერაქტი სტამბულში სტადიონ „ვოდაფონ არენის“ მახლობლად 10 დეკემბერს მოხდა. დაიღუპა 44 ადამიანი, მათ შორის – 37 პოლიციელი. ხელისუფლებამ ტერაქტის ორგანიზებაში ქვეყანაში აკრძალული „ქურთისტანის მუშათა პარტია“ დაადანაშაულა. მოგვიანებით პასუხისმგებლობა ტერაქტზე ქურთულმა რადიკალურმა დაჯგუფება „ქურთისტანის თავისუფლების ქორებმა“ აიღო.


ყველა ახალი ამბავი
0