საქართველო Roma Fashion Week-ში მონაწილეობას პირველად მიიღებს

გამოწერა
თბილისში ჩატარდა სამოსისა და აქსესუარების საუკეთესო დიზაინერების, მოდელების, ვიზაჟისტების, სტილისტების შესარჩევი ტური, რომლებიც Roma Fashion Week-ზე საქართველოს პირველად წარადგენენ, ამის შესახებ „Sputnik-საქართველოს“ RFW ფარგლებში Tbilisi Fashion Awards-კონკურსის დამაარსებელი სვეტლანა ოგანი ესაუბრა.

Roma Fashion Week 3–7 აპრილს ჩატარდება. მოდის სამყაროში ეს მნიშვნელოვანი მოვლენა და ინტერნაციონალური მოედანია, სადაც უკვე ცნობილი სტილისტები და დიზაინერები თავის ბოლო ქმნილებებს წარადგენენ. ამავდროულად, მოდის სამყაროს ახალგაზრდა ნიჭიერი პროფესიონალებისთვის ეს თავისი სიტყვის თქმისა და ცნობილი კუტიურიეებისგან  შეფასების მიღების საშულებაცაა.

© FB/ Roma Fashion WeekRoma Fashion Week
Roma Fashion Week - Sputnik საქართველო
Roma Fashion Week

მსოფლიოს მოდის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღონისძიებაზე საქართველოს 16 ადამიანი წარადგენს, მათ შორის ვიზაჟისტი ალექს ალექსანიანი, აქსესუარების დიზაინერი მარი ეფეჯიანი, სამოსის დიზაინერი ხატი უფო.

© FB/ Khati Ufo Gatexiliaდიზაინერი ხატი უფო
დიზაინერი ხატი უფო - Sputnik საქართველო
დიზაინერი ხატი უფო

მოდელები კატეგორიაში 14–დან 25 წლამდე — ზიზი ცქვიტარია, ანანო შაბურიშვილი, ლიზი დგებუაძე.

© FB/ Liza Dgebuadzeლიზა დგებუაძე
ლიზა დგებუაძე - Sputnik საქართველო
ლიზა დგებუაძე

ასაკობრივ კატეგორიაში 7–დან 13 წლამდე საქართველოს წარმოადგენენ ახალგაზრდა მოდელები მარიამ შარაშიძე, ანასტასია გოგოლაძე და სალომე ბერიძე.

© FB/ Mariam Sharashidzeმარიამ შარაშიძე
მარიამ შარაშიძე - Sputnik საქართველო
მარიამ შარაშიძე

ფოტომოდელები ცალკეულ კატეგორიაში მოხვდნენ. 14-დან 28 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში საქართველოს წარმოადგენენ თაკო ჩხეიძე, მარიამ ტოტიევა, მარი სურმავა. 7-დან 13 წლამდე კატეგორიაში კი — შაზო ქუთასი, მეგი ინწკირველი და თიკო ლაგვილავა.

© FB/ Mariam Surmavaმარიამ სურმავა
მარიამ სურმავა - Sputnik საქართველო
მარიამ სურმავა

ნიკოლოზ პაპიძე ერთადერთი ბიჭია, რომელიც საქართველოს სახელით 7-დან 13 წლამდე მოდელების კატეგორიაში RFW-ზე მონაწილეობას მიიღებს.

„ყველა მათგანი საქართველოს სახელით წარდგება მოდის იტალიურ კვირეულზე. ისინი საუკეთესო მოდელის, დიზაინერის, ვიზაჟისტის, სტილისტის წოდებისთვის  იბრძოლებენ. ამ ღონისძიების შემდეგ მოდელებს აქვთ შანსი მოხვდნენ მილანისა და ლონდონის მოდის კვირეულზე“, — განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ ოგანმა.

© FB/ Roma Fashion Weekჩვენება Roma Fashion Week-ზე
ჩვენება Roma Fashion Week-ზე - Sputnik საქართველო
ჩვენება Roma Fashion Week-ზე

ღონისძიების საუკეთესო მონაწილეები პრესტიჟულ ჯილდოებს მიიღებენ. კერძოდ, საუკეთესო მოდელები საშუალებას მიიღებენ გაიარონ კურსები რომში Cordella International Fashion School-ის ინსტიტუტში, ასევე პრესტიჟულ სამოდელო სააგენტოებთან და ჟურნალებთან კონტრაქტების გაფორმების შანსს მიიღებენ.

იტალიური მოდის კვირეულზე პირველი ადგილის მფლობელი მოდელი იტალიურ სამოდელო სააგენტო Gierre Models Management-თან ერთწლიან კონტრაქტს მიიღებს, მეორე და მესამე ადგილების მფლობელები კი  Roma Fashion Week-ის აკადემიაში სტაჟირებას გაივლიან. საუკეთესო ვიზაჟისტი რომში Gilmont-ის აკადემიაში სტაჟირებას გაივლის.

საქორწილო დიზაინი - Sputnik საქართველო
2017 წლის მოდური ტენდენციები თქვენი ქორწილისთვის – ცნობილი დიზაინერის რჩევები

„პერსპექტივები ძალიან დიდია. იტალიამ ასეთ პრესტიჟულ ღონისძიებაზე საქართველოს წარმოდგენის ექსკლუზიური უფლება მოგვცა. დიდი დროის განმავლობაში ვუკავშირდებოდი მათ, ვუყვებოდი საქართველოს შესახებ, იმის შესახებ, რომ სამოდელო ბიზნესისა და ბიუტი–სფეროში ძალიან ნიჭიერი ადამიანები გვყავს. მოგვიწია მტკიცება, ანგარიშების წარდგენა, რათა მონაწილე ქვეყნების სიაში საქართველოც შეეყვანათ, და მათ შანსი მოგვცეს. სერიოზულად უნდა მოვემზადოთ, რათა აპრილში საქართველო ღირსეულად წარმოვაჩინოთ“, — აღნიშნა ოგანმა.

ღონისძიებას გააშუქებს Fashion TV Italy, TV Moda, ჟურნალი Fashion Time და მრავალი სხვა.

„ჟიურის წევრები მოდის მსოფლიო ვარსკვლავები იქნებიან. წელს მოსამზადებლად ცოტა დრო გვქონდა. ეს ღონისძიება შანსს აძლევს ფოტოგრაფებს, რომლებიც მოდის ინდუსტრიასთან არიან დაკავშირებული და ოპერატორებს, რომლებიც ვიდეორგოლებს იღებენ. ვიმედოვნებ, რომ მომავალ წელს  ისინიც შემოგვიერთდებიან“, — დასასრულს აღნიშნა ოგანმა.

ყველა ახალი ამბავი
0