საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესპანეთსა და შვეიცარიაში გაემგზავრა

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშიკონგრეს ჰოლი დავოსში
კონგრეს ჰოლი დავოსში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესპანეთში, ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში და დავოსში დაგეგმილ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, 17-21 იანვარს, ტურიზმის საერთაშორისო გამოფენასა და მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას., იტყობინება მთავრობის პრესსამსახური. 

გიორგი კვირიკაშვილის სამუშაო ვიზიტი ესპანეთის სამეფოში, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, ტალებ რიფაისთან შეხვედრით დაიწყება.

დაგეგმილია შეხვედრა ესპანეთის მეფე ფილიპე VI-სა და ესპანეთის სამეფოს მთავრობის პრეზიდენტთან, მარიანო რახოისთან. მადრიდში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში და ქართულ საგამოფენო სივრცეს დაათვალიერებს.

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველომ კეთილდღეობის რეიტინგში 84-ე ადგილი დაიკავა

გიორგი კვირიკაშვილი მადრიდიდან შვეიცარიის კონფედერაციაში გაემგზავრება, სადაც დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. წელს, ფორუმი იმართება დევიზით — "პასუხისმგებლიანი ლიდერობა" და მისი წამყვანი თემა იქნება "მეოთხე სამრეწველო რევოლუცია". საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ფორუმზე, მსოფლიოს ეკონომიკური წრეების წარმომადგენლებს შეხვდება. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი პოლიტიკური შეხვედრები.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0