ნინო ქათამაძე მოსკოვში მარტში იმღერებს

გამოწერა
ცნობილი ქართველი მომღერალი კონცერტზე სიმფონიური ორკესტრის თანხლებით იმღერებს.

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. განთქმული ქართველი მომღერალი ნინო ქათამაძე და ჯგუფი Insight მოსკოვის საერთაშორისო მუსიკის  სახლში 17 მარტს წარდგებიან.

მუსიკოსებმა საგაზაფხულო პროგრამა მოამზადეს, რომელიც აისახება კონცერტის სახელწოდებაში Spring Beauty.

„კონცერტი ჩატარდება ორკესტრის თანხლებით, რომელსაც  დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი უხელმძღვანელებს, რაც მსმენელს საშუალებას მისცემს სიმფონიურ არანჟირებაში მოისმინოს „ფერადი ალბომებიდან“ დიდი ხნის წინ მოწონებული კომპოზიციები“, — ნათქვამია განცხადებაში.

ნინო სურგულაძე - Sputnik საქართველო
ნინო სურგულაძემ იტალიური „საოპერო ოსკარი“ მიიღო

ნიკოლოზ რაჭველი — ქართველი კომპოზიტორი და დირიჟორი, საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელია.  რაჭველი თეატრის, კინოს,  ტელევიზიისა და სხვა მუსიკალური პროექტისათვის მრავალი კომპოზიციის ავტორია. ცნობილია რაჭველის ერთობლივი პროექტები მონსერატ კაბალიესთან, იური ბაშმეტთან, ჯესი ნორმანთან და მიშელ ლეგრანთან.

ნინო ქათამაძისა და ნიკოლოზ რაჭველის ტანდემი მრავალი წლის განმავლობაში დიდი წარმატებით სარგებლობს.

ნინო ქათამაძე 1972 წლის 21 აგვისტოს ქობულეთში დაიბადა. სცენაზე ოთხი წლიდან მღერის. 1990 წელს ბათუმის ზ. ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური ინსტიტუტის ვოკალურ განყოფილებაზე ჩაირიცხა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სხვადასხვა ჯგუფებთან ერთად გამოდიოდა და სხვადასხვაგვარ მუსიკალურ პროექტებში მონაწილეობდა. 1994 წელს ინვალიდებისა და სოციალურად დაუცველი არტისტებისთვის საქველმოქმედო ფონდი შექმნა.

პროფესიული კარიერა ჯგუფ „ინსაითთან“ ერთად ქათამაძემ 1999 წელს დაიწყო. მომღერალი ასრულებდა ჯაზის, ბლუზის და world music-ის სინთეზს, მალე მიაღწია წარმატებას როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში, ისე ევროპაში. ქათამაძე ხშირად მართავს სოლო-კონცერტებს რუსეთში. ქათამაძის მუსიკა ჟღერს კინოფილმებში „ვაშლი“, „ინდი“, „სიყვარული აქცენტით“, „ქალთევზა“, „გზატკეცილი М8“ და სხვ.

ნინო ქათამაძე საქართველოს, რუსეთის, უკრაინისა და სხვა ქვეყნის მუსიკალურ ფესტივალებში აქტიურად მონაწილეობს.

ყველა ახალი ამბავი
0