მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში – 2017

© AFP 2024 / FABRICE COFFRINIდავოსის ეკონომიკური ფორუმი
დავოსის ეკონომიკური ფორუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც 17 იანვარს იწყება და ოთხ დღეს გაგრძელდება, საქართველოს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წარადგენს.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (World Economic Forum) — საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა. შეიქმნა 1971 წელს, როდესაც ჟენევაში სიმპოზიუმზე ევროპის 400 წამყვანი კომპანიის ხელმძღვანელი შეიკრიბა. 1971 წლიდან 1986 წლამდე ორგანიზაციას „მენეჯმენტის ევროპული ფორუმი“ (European Management Forum) ეწოდებოდა.

ფორუმის პირველ შეხვედრებზე ძირითადი განსახილველი თემა — კონკურენტულ ბრძოლაში დასავლეთ ევროპის პოზიციების გაუმჯობესება იყო. დროთა განმავლობაში თემატიკა თანდათან გაფართოვდა, დაემატა პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები, სამეცნიერო–ტექნიკური პროგრესის შედეგები, განვითარებადი ქვეყნების დავალიანების პრობლემები. 1970-იანი წლების შუა პერიოდში დავოსში მსოფლიოს გავლენიანი პირების მიწვევა დაიწყეს (მთავრობების წევრებისა და ბიზნესის ლიდერებისა) და უკვე მომდევნო ათწლეულში ფორუმმა წლის ერთ–ერთი უმთავრესი მოვლენის სტატუსი შეიძინა.

ფორუმის წევრები მსოფლიოს 50 ქვეყნის ათასამდე მსხვილი კომპანია და ორგანიზაციაა. ფორუმის წევრი ტიპური კომპანია — წელიწადში 5 მლრდ დოლარის ბრუნვის მქონე კომპანიაა.

კონგრეს ჰოლი დავოსში - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესპანეთსა და შვეიცარიაში გაემგზავრა

ფორუმის დამფუძნებელი და უცვლელი ხელმძღვანელია ჟენევის უნივერსიტეტის ბიზნეს–ადმინისტრირების პროფესორი კლაუს შვაბი.

ორგანიზაციის შტაბ-ბინა ჟენევაში მდებარეობს.

ეკონომიკური ფორუმის უმთავრესი ღონისძიებაა ყოველწლიური შეხვედრები, რომლებიც, ტრადიციულად, საქვეყნოდ ცნობილ სამთო–სათხილამურო კურორტ დავოსში ტარდება იანვრის ბოლოსა და თებერვლის დასაწყისში (გამონაკლისი იყო 2002 წლის სესია, რომელიც ნიუ–იორკში ჩატარდა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ აშშ–სადმი სოლიდარობის ნიშნად).

დავოსის ყოველწლიური შეხვედრების მიზანია არაფორმალურ გარემოში უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემების განხილვა. დავოსი ცნობილია არა მარტო იმით, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანებს — სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს, მსოფლიო ბიზნესის ლიდერებს, გამოჩენილ მეცნიერებსა და ეკონომისტებს, პოლიტოლოგებს უყრის თავს, არამედ იმითაც, რომ არაოფიციალურ გარემოში პოლიტიკურ ოპონენტთან შეხვედრის შესაძლებლობასაც იძლევა.

დავოსის დისკუსიები, ტრადიციულად, ბევრად განსაზღვრავს ეკონომიკური წლის პრობლემატიკას.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერი:საქართველო ღია ეკონომიკის ქვეყანაა

ფორუმის ფარგლებში შექმნილია და მოქმედებს პროფესიული ინტერესების გამომხატველი ჯგუფები და კლუბები: უმსხვილეს მეწარმეთა კლუბი, მრეწველობის სხვადასხვა სექტორის კომპანიებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელთა ჯგუფი, ეროვნული კვლევითი ორგანიზაციების ხელმძღვანელთა ჯგუფი, ხელოვნების გამოჩენილ მოღვაწეთა ჯგუფი. ბოლო წლებში ასევე ჩამოყალიბდა გაერთიანებები – „ხვალინდელი დღის ლიდერები“ და „მაღალი ტექნოლოგიების პიონერები“.

მუშაობის ძირითადი ფორმაა სემინარები სხვადასხვა თემატიკაზე. დავოსის შეხვედრების ფარგლებში სამასამდე პლენარული სხდომა, სემინარი, „მრგვალი მაგიდა“ და ასევე „მაღალი დონის მინიშეხვედრები“ ტარდება. აქ არ არსებობს პროტოკოლები, გამოსვლები ოფიციალურად არ ფიქსირდება, დასკვნითი რეზოლუციები არ მიიღება.

საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის სპეციალისტები 1979 წლიდან ადგენენ მოხსენებას „გლობალური კონკურენტუნარიანობა“, რომელშიც მსოფლიოს 140–ზე მეტი ქვეყანა ორი მთავარი მაჩვენებლის — პოტენციური ზრდის ინდექსისა და კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით ფასდება. ბოლო წლებში საერთაშორისო ეკონომიკურმა ფორუმმა ეკონომიკის ცალკეული სექტორებისა და რეგიონების დამატებითი რეიტინგების გამოშვება დაიწყო.

დავოსის შეხვედრების გარდა ასევე იმართება საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის რეგიონული სამიტები ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის, სამხრეთ–აღმოსავლეთი აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთი აფრიკის საკითხებში.

2017 წელს საქართველოს დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წარადგენს. ფორუმის მსვლელობისას პრემიერი ბიზნესმენებსა და სახელმწიფოების მეთაურებს შეხვდება.

მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ მასალებსა და ღია წყაროებზე დაყრდნობით.

ყველა ახალი ამბავი
0