საქართველოს განათლების მინისტრი სკოლის საპირფარეშოების პრობლემით დაინტერესდა

© Courtesy of Aleksandre Jejelavaალექსანდრე ჯეჯელავა
ალექსანდრე ჯეჯელავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმ სკოლების დირექტორებს, სადაც სანიტარული პირობები დაირღვევა, თანამდებობიდან გაათავისუფლებენ.

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. საქართველოს ბევრ სკოლაში მოსწავლეები საპირფარეშოებში ცუდი სანიტარული პირობებისა და ჰიგიენის წესების დარღვევების გამო არ შედიან, განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ადრე მინისტრმა განაცხადა, რომ სკოლის დირექტორები, რომლებიც ამ პრობლემას ვერ გადაჭრიან, თანამდებობიდან გათავისუფლდებიან.

„საპირფარეშო არ არის კომფორტის საკითხი, ეს არის ჯანმრთელობის საკითხი. ამიტომ ჩვენ უბრალოდ უფლება არ გვაქვს, რომ ამ მიმართულებით ძალიან ქმედითი ნაბიჯები არ გადავდგათ“, — განაცხადა მინისტრმა.

თბილისის პირველი გიმნაზია - Sputnik საქართველო
საქართველოში 2017 წელი განათლების წლად გამოცხადდა

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სასკოლო ინფრასტრუქტურა უწყების წინაშე მდგომი ერთ–ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. იმისათვის, რომ ერთდროულად ქვეყნის ყველა სკოლაში ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს, საჭიროა დაახლოებით 4,5 მილიარდი ლარი, მაგრამ, მინისტრის თქმით, მოქმედება ახლავე უნდა დაიწყოს და მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

„მე ვითავე ჩემს კოლეგებთან ერთად გამოვუცხადო ომი, ბრძოლა ამ არაჰიგიენურ მდგომარეობას და გარწმუნებთ, რომ შესაძლებელია არსებული ინფრასტრუქტურით გაცილებით მაღალი ხარისხი მიღება", — აღნიშნა მინისტრმა.

ჯეჯელავა დარწმუნებულია, რომ როგორც კი საპირფარეშოებში ჰიგიენის პრობლემა „სიკვდილ–სიცოცხლის“ საკითხად იქცევა, ბევრი სკოლის თვითმმართველობას გამოუჩნდება ფული, რომელიც ამ პრობლემის გადასაჭრელად საკმარისი იქნება.


ყველა ახალი ამბავი
0