თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის რეიკიავიკში შეხვედრის გეგმების განხილვის თაობაზე ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
ადრე გაზეთი Sunday Times-ი იუწყებოდა, რომ ამერიკის ახალი პრეზიდენტი თითქოსდა ისლანდიაში თავისი პირველი ვიზიტით ჩასვლას აპირებს, თანაც იქ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას გამართავს. გარდა ამისა, Sunday Times-ის წყაროები თითქოსდა ამ გეგმებს ლონდონში რუსეთის საელჩოში განიხილავდნენ და განაცხადეს, რომ მოსკოვი სამიტის ჩატარებაზე თანახმაა.
„ვაშინგტონსა და მოსკოვში მასზე (ინფორმაციაზე — რედ.) როგორც გაკეთდა კომენტარები, სინამდვილეს არ შეესაბამება. მსგავსი გეგმების განსახილველად რაიმე კონტაქტები უბრალოდ არ ყოფილა“, — განაცხადა ლავროვმა პრესკონფერენციაზე.