თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. აშშ–ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს თავისი ინაუგურაციის შემდეგ შეხვდეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გამოცემა Wall Street Journal–ზე დაყრდნობით.
„რამდენადაც ვხვდები, მათ (რუსებს) შეხვედრა სურთ და მე ამის მიმართ მშვენიერი დამოკიდებულება მაქვს“, – განაცხადა ტრამპმა გამოცემასთან ინტერვიუში.
ტრამპმა 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევებში გაიმარჯვა. ის აშშ–ის 45–ე პრეზიდენტი 20 იანვარს, ინაუგურაციის შემდეგ გახდება.
პუტინმა უფრო ადრე განაცხადა, რომ არჩევნებზე ტრამპის გამმარჯვების სჯერა და იმედი გამოთქვა, რომ აშშ–ის ახალ ადმინისტრაციასთან რუსეთს საქმიანი, კონსტრუქციული ურთიერთობები ექნება.