თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის უფრო სჯერათ, ვიდრე დემოკრატების, იტყობინება სააგენტო „რია ნოვოსტი“.
„რუსებს უნდოდათ ჩარეულიყვნენ (არჩევნებში — რედ.) და ჩაერივნენ. ერთ-ერთი საგანი რაც მე მაწუხებს, — ეს იმ კომენტარების სიმრავლეა რომელიც ბოლო დროს ვნახეთ და სადაც რესპუბლიკელები ან ექსპერტები, ან ტელევიზიის კომენტატორები, როგორც ჩანს, უფრო მეტად ენდობიან ვლადიმერ პუტინს, ვიდრე თავის ამხანაგ-ამერიკელებს, იმიტომ რომ ეს ამხანაგები-ამერიკელები — დემოკრატები არიან“, — უთხრა ობამამ ტელეკომპანია ABC — ს.
„ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს“, — დასძინა მან.
„ჩვენ ყველანი ერთი გუნდის წევრები ვართ, ვლადიმერ პუტინი ჩვენი გუნდის წევრი არ არის“, — თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.
მანამდე სადაზვერვო სამსახურებმა გამოაქვეყნეს მოხსენება აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ.
სპეცსამსახურებმა განაცხადეს, რომ რუსეთი ცდილობდა მიეღწია აშშ-ს პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევისათვის, თუმცა მათ მტკიცებულებები არ წარმოუდგენიათ. ამასთან სპეცსამსახურებმა აღიარეს, რომ ამ ჩარევას არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენია არჩევნების შედეგებზე.