კლინტონმა შესაძლოა ნიუ-იორკის მერობისთვის იბრძოლოს

© REUTERS / Chris Keaneჰილარი კლინტონი
ჰილარი კლინტონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჰილარი კლინტონს, რომელმაც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები წააგო, შეუძლია ქვეყნის უდიდესი ქალაქის მერობისთვის საკუთარი ძალები მოსინჯოს.

თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. ამერიკის პრეზიდენტობის ექს-კანდიდატი ჰილარი კლინტონი არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ ნიუ-იორკის მერობის კანდიდატი გახდეს, ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „РИА Новости“ ავრცელებს,  „New York Daily News“-ზე დაყრდნობით.

ნიუ-იორკის ამჟამინდელი მერის, ბილ დე ბლაზიოს უფლებამოსილება ამ პოსტზე ამ წლის ბოლოს იწურება. კლინტონი გასული წლის 8 ნოემბერს, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა რესპუბლიკელ დონალდ ტრამპთან, რომელიც საპრეზიდენტო  მოვალეობის შესრულებას ინაუგურაციის შემდეგ, 2017 წლის 20 იანვარს შეუდგება. ამერიკის დაზვერვა ამტკიცებს, რომ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ ზემოქმედება მოახდინა 2016 წლის ამერიკის არჩევნებზე, მიანიჭა რა უპირატესობა რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს. მათი მონაცემებით რუსეთის ხელისუფლება ვითომდა ცდილობდა ამერიკული საზოგადოებაში დემოკრატიული პროცესებისადმი რწმენა შეერყია და პერზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი „დაემცირებინა“, რათა არჩევნებში მისთვის ხელი შეეშალა. 

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
ტრამპს დემოკრატიული პარტიის წინააღმდეგ განხორციელებული ჰაკერული შეტევის არ სჯერა

ჯერ კიდევ ოქტომბერში ამერიკის დაზვერვის ოფიციალურმა წარმომაგენლემა განაცხადეს, რომ ქვეყნის საარჩევნო სისტემის კიბერ-შეტევების მიღმა რუსეთის ჰაკერები იდგნენ. ამერიკის ხელისუფლებას კიბერ-შეტევებში რუსეთის მონაწილეობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. რუსეთის ხელისუფლება მსგავს ბრალდებას უარყოფს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, საუბრობს რა ამგვარ ბრალდებაზე, აღნიშნავს, რომ გამოქვეყნებულ მონაცემებში არაფერია ისეთი, რაც რუსეთის ინტერესებში შედის და ისტერიკა კი იმის გამოა, რომ ყურადღება მათი შინაარსისგან იყოს გადატანილი.


ყველა ახალი ამბავი
0