ტრამპს დემოკრატიული პარტიის წინააღმდეგ განხორციელებული ჰაკერული შეტევის არ სჯერა

© REUTERS / Jonathan Ernstდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის ახლადარჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უცნაურად მიაჩნია ის გარემოება, რომ დემოკრატიული პარტია ძიების ფედერალურ ბიუროს დღემდე არ აძლევს იმ სერვერების გამოკვლევის საშუალებას, რომლებზეც კიბერშეტევა განხორციელდა.

თბილისი, 6 იანვარი— Sputnik. აშშ-ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, რომ დემოკრატიული პარტიის სერვერებზე ჰაკერული შეტევა განხორციელდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.

„დემოკრატიული პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა FBI არ დაუშვა იმ სერვერების გამოსაკვლევად, რომლებზეც თითქოსდა რუსებმა კიბერშეტევა განახორციელეს… მაშინ რატომ და როგორ არიან ისინი ასე დარწმუნებული გატეხვის ფაქტში, თუ კომპიუტერული სერვერების შესწავლა არც კი მოუთხოვიათ. რა ხდება?“ — დაწერა ტრამპმა Twitter-ის საკუთარ მიკრობლოგში.

კაპიტოლიუმის შენობა აშშ-ში - Sputnik საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები: კონგრესი დღეს კენჭისყრის შედეგებს დაამტკიცებს

ოთხშაბათს საინფორმაციო პორტალმა BuzzFeed აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის წარმომადგენელზე დაყრდნობით განაცხადა, რომ პარტიის სერვერებზე განხორციელებულ ჰაკერულ შეტევებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებიდან ექვსი თვის შემდეგ FBI-ს აქამდე არ მოუთხოვია ამ სერვერებთან წვდომის ნებართვა. ამავე დროს, აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოების ერთ–ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დამოუკიდებელი ანალიზი არც ერთ სტრუქტურას ჯერ არ დაუწყია.

ადრე ტრამპმა ეჭვი შეიტანა აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციისა და დემოკრატიული პარტიის განცხადებებში, თუმცა ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ეჭვები ძირითადად სერვერების გატეხვაში რუსეთის მონაწილეობასთან დაკავშირებით გამოთქვა და არა თვითონ იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ გატეხვას ჰქონდა ადგილი.

მანამდე აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოებაში შემავალი 17 სპეცსამსახურიდან ზოგიერთმა განაცხადა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს რუსეთის ჰაკერებმა დონალდ ტრამპის დახმარების მიზნით ქვეყნის პოლიტიკურ ორგანიზაციების რესურსებზე შეტევები განახორციელეს. ამასთან საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე ზემოქმედების მიზნით განხორციელებულ ჰაკერულ შეტევებთან რუსეთის კავშირის მტკიცებულებები აშშ-ის ხელისუფლებას არ წარმოუდგენია.

ყველა ახალი ამბავი
0