ბასილაშვილი საჩოგბურთო ტურნირს Australian Open გამოეთიშა

© сайт турнира АТРნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს 32-ე ჩოგანთან ოთხ სეტში წააგო, მაგრამ Australian Open-ზე 50 ათასი აშშ დოლარი გამოიმუშავა.

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა Australian Open-ის „დიდი შლემის“ სერიიდან საჩოგბურთო ტურნირის პირველ რაუნდში გერმანელ ფილიპ კოლშრაიბერთან წააგო — 4:6, 6:3, 6:7, 4:6 და მელბურნის კორტებზე გამოსვლა დაასრულა, აღნიშნულია ტურნირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ქართველი ჩოგბურთელი სიდნეის ტურნირის ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

თამაში ორსაათნახევარზე მეტხანს გაგრძელდა და საკმაოდ დაძაბულად ჩაიარა. ეს განსაკუთრებით პირველ ორ სეტს ეხება. პარტიების მიხედვით ორი სეტის ანგარიში იყო 1:1.

მატჩის კულმინაცია იყო მესამე სეტი, რომელშიც ბასილაშვილმა ოთხი გეიმი აიღო ზედიზედ და 4:0 მოიგო. ამის შემდეგ ქართველი ჩოგბურთელი სათანადო სიმაღლეზე ვეღარ აღმოჩნდა და მეოთხე სეტში კოლშრაიბერმა გამარჯვება გაიფორმა.

პირველივე წრეში დამარცხების მიუხედავად, ბასილაშვილმა, Australian Open-ის ძირითად ბადეში მოხვედრისთვის, 50 ათასი აშშ დოლარი მიიღო.

Australian Open „დიდი შლემის“ სერიის ოთხი ტურნირიდან ერთ-ერთია. მისი საპრიზო ფონდი 22,5 მლნ აშშ დოლარზე მეტია.

ყველა ახალი ამბავი
0