ქართველი ჩოგბურთელი სიდნეის ტურნირის ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

© сайт турнира АТРნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი ჩოგბურთელი გამოეთიშა ტურნირს, რომელიც ავსტრალიის ღია ჩემპიონატის წინ გენერალურ რეპეტიციას წარმოადგენს.

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი პორტუგალიელ გაშტაო ელიაშუსთან ორ სეტში დამარცხდა — 6:7, 4:6 და სიდნეიში АТР-ს ტურნირის ძირითად ბადეში გადასვლა ვერ შეძლო, აღნიშნულია ტურნირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

ლაშა ტალახაძე - Sputnik საქართველო
2016 წლის საუკეთესო სპორტსმენი ოლიმპიური ჩემპიონი ტალახაძე გახდა

ელიაშმა, რომელსაც მსოფლიო რეიტინგში 81-ე ადგილი უკავია, ქართველ სპორტსმენს (АТР-ის რეიტინგში 94-ე პოზიცია) ყველა კომპონენტებით აჯობა. პორტუგალიელმა ბურთების 79% მოიგო მაშინ, როდესაც ბასილაშვილთან ეს მაჩვენებელი 67%-ს შეადგენდა.

უფრო ეფექტურად მოქმედებდა ელიაში ბურთების მიღებაზე. მან მოიგო ბურთების 33% ბასილაშვილის პირველი ჩაწოდების შემდეგ და 53% — მეორე ჩაწოდების შემდეგ.

მიუხედავად ამისა, ბასილაშვილმა პირველი სეტის ტაი-ბრეიკამდე მიყვანა შეძლო, სადაც 1:7 წააგო. მეორე პარტიაში ქართველი ჩოგბურთელი შეეცადა თამაშის შემობრუნებას, მაგრამ ელიაშის ბრეიკმა შეხვედრის შედეგი გადაწყვიტა.

სიდნეის ტურნირი 14 იანვრამდე გაგრძელდება. მისი საპრიზო ფონდია 440 ათასი აშშ დოლარი. მოქმედი ჩემპიონია სერბი ვიქტორ ტროიცკი.

ყველა ახალი ამბავი
0