თურქმენული ნავთობი საქართველოს სარკინიგზო დერეფანს დაუბრუნდა

© photo: Sputnikნავთობის ტრანსპორტირება
ნავთობის ტრანსპორტირება - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქმენეთიდან ნავთობის ტრანზიტისგან საქართველოს რკინიგზა წელიწადში დაახლოებით 60 მილიონი ლარის შემოსავალს მიიღებს.

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. სამი წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე 4,5 მლნ ტონა თურქმენული ნავთობის ტრანზიტი განხორციელდება — შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმდა ორ სახელმწიფოს შორის.

შვიდწლიანი ინტერვალის შემდეგ თურქმენული ტვირთი საქართველოს სარკინიგზო დერეფანს დაუბრუნდა, ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.

ნავთობის ტრანსპორტირება - Sputnik საქართველო
რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტი საქართველოში 119%–ით გაიზარდა

მიღწეული შეთანხმების შედეგად საქართველოს ბიუჯეტი ყოველწლიურად 60 მლნ ლარით შეივსება. გაიზრდება ასევე საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ტერმინალებსა და სატრანზიტო ინფრასტრუქტურაში დასაქმებულ ადამიანთა რიცხვი.

2007-2008 წლებში საქართველოს ტერიტორიის გავლით თურქმენეთიდან დაახლოებით 200 ათასი ტონა ნავთობი გადაიზიდა. 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ აღნიშნული ტვირთის გადამისამართება მოხდა მახაჩკალის მიმართულებით ნოვოროსიისკის პორტში.

2013 წლიდან საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობა, მთავრობის წევრების უშუალო ჩართულობით, აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა თურქმენეთთან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საქართველოს დერეფანში დაბრუნების თაობაზე.

ყველა ახალი ამბავი
0