სამ მოქალაქეს მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უკანონოდ ჩამორთმეული ქონება დაუბრუნდება

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პროკურატურის გადაწყვეტილებით, წინა ხელისუფლები პირობებში საჯარო მოხელეთა უკანონო მოქმედებების გამო დაზარალებულ მოქალაქეებს დაუბრუნდებათ უკანონოდ ჩამორთმეული ქონება, რომლის საერთო ღირებულება ერთ მილიონ ლარს აღემატება.

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული და ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება დაუბრუნდებათ, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ე.წ. სამართლიანობის აღდგენის პროცესის ფარგლებში საქართველოს პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშულის გამოძიების დეპარტამენტი ამჟამად ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებული ყოფილი საჯარო მოხელეების საკითხს სწავლობს.

პროკურატურის ინფორმაციის თანახმად, გახსნილია ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი ფაქტები. კერძოდ, 2005 წელს მოქალაქე გურამ ჩიქოვანმა სოფელ კვარიათში შეიძინა 200 კვ.მ მიწის ნაკვეთი, 2007 წელს კი საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე კანონიერად დაირეგისტრირა სოფელ გონიოში მდებარე 1403 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომლებიც მოგვიანებით საკუთარ ახლობლებს ფრიდონ ქიქავას და ლიანა ინწკირველს გადაუფორმა.

ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
ხუთ მოქალაქეს სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ჩამორთმეულ ქონებას დაუბრუნებენ

მოგვიანებით აღნიშნული ქონებით დაინტერესდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება. ამის გამო ხელვაჩაურის გამგეობამ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძველის გარეშე თხოვნით მიმართა სასამართლოს – დაზარალებულის საკუთრების უფლება აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე ძალადაკარგულად გამოეცხადებინა, თუმცა სასამართლომ გამგეობის ეს უკანონო მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ამის შემდეგ გურამ ჩიქოვანი დაიბარეს საქართველოს პროკურატურაში და კატეგორიულად მოსთხოვეს მის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთების სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას სამართალდამცველებისგან შეექმნებოდა პრობლემები. დაზარალებულმა გურამ ჩიქოვანმა პროკურატურის კატეგორიული მოთხოვნა მიწის ნაკვეთის მფლობელებს ფრიდონ ქიქავას და ლიანა ინწკირველს გადასცა, რომლებიც იძულებული გახდნენ ქონება სახელმწიფოს სახელზე გადაეფორმებინათ. 

სასამართლო - Sputnik საქართველო
სახელმწიფო ქონების უკანონოდ მითვისების საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოიტანა
 

2010 წლის ივლისში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ცალკეულმა თანამდებობის პირებმა ბრალდებულ აკაკი მოისწრაფიშვილის მამას ჯანგულ მოისწრაფიშვილს მის შვილთან საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ უკანონოდ მოსთხოვეს და შეასყიდინეს 22150 აშშ დოლარად ღირებული „ჰიუნდაი ტუქსონის” მარკის ავტომანქანა, რომელიც შემდეგ დაზარალებულმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა საჩუქრად. მხოლოდ ამის შემდეგ გაფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით სასჯელზე. 

მოქალაქე ანრი გოგიტიძე სასამართლოს 2010 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით საბაჟო წესების დარღვევისთვის სცნეს დამნაშავედ, რისთვისაც მიესაჯა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა. ანრი გოგიტიძის ოჯახს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ თუ ანრი გოგიტიძეს სურდა საპატიმროს დატოვება, მას უნდა გადაეხადა საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული ჯარიმა 500 000 ლარი, ასევე საგამოძიებო სამსახურისთვის შეეძინა და საჩუქრად გადაეცა საცხოვრებელი ბინა.

დაკავება - Sputnik საქართველო
სასჯელაღსრულების სამინისტროს ქონების მითვისებისთვის ოთხი თანამშრომელი დააკავეს

ანრი გოგიტიძის ოჯახი იძულებული გახდა დათანხმებოდა ამ პირობას, რის შემდეგაც მათ თანხის გადახდის გარდა 2011 წლის მაისში ქალაქ ბათუმში შეიძინეს ოროთახიანი საცხოვრებელი ბინა, რომელიც ჩუქების წესით გადააფორმეს სახელმწიფოს სახელზე, ამის შემდეგ ანრი გოგიტიძემ დატოვა საპატიმრო დაწესებულება.

საქართველოს პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რათა აღნიშნულ დაზარალებულ მოქალაქეებს დაუბუნდეთ უკანონოდ ჩამორთმეული ქონება, რომლის საერთო ღირებულება ერთ მილიონ ლარს აღემატება.

ამ დროისთვის ახალი დეპარტამენტის მიერ გახსნილია ქონების იძულებით ჩამორთმევის 50 ფაქტი, მხილებულია 34 საჯარო მოხელე, დაზარალებულად ცნობილია 91 მოქალაქე, რომელთაც დაუბრუნდათ და დაბრუნების პროცესშია 20 მილიონ ლარამდე ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის 72 ავტომანქანა, საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები, ღვინის ქარხანა, საცურაო კომპლექსი, მიწის ნაკვეთები და ა.შ.

ყველა ახალი ამბავი
0