„ნაციონალური მოძრაობის“ განხეთქილება თბილისის საკრებულოსაც შეეხო

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საკრებულო
თბილისის საკრებულო - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენლობაში მომხდარმა ცვლილებებმა დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატებზეც იმოქმედა.

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. ყოფილ მმართველ პარტიას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის საკრებულოში ორის ნაცვლად ერთი ფრაქცია დარჩა, განაცხადა ენმ-ის დეპუტატმა ირაკლი ნადირაძემ.

გასული კვირის ბოლოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერთა ნაწილმა თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავასა და პარტიის „რუხი კარდინალის“ გიგა ბოკერიას მეთაურობით პარტიიდან წასვლის შესახებ განაცხადა. წასვლის მიზეზად პარტიის ყოფილმა წევრებმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიხეილ სააკაშვილთან არსებული დაპირისპირება დაასახელეს. უახლოეს დროს ისინი პარტიას „ევროპული საქართველო“ შეუერთდებიან, რომლის ლიდერია ენმ-სა და პარლამენტის ყოფილი წევრის გიგი წერეთლის მამა ნუგზარ წერეთელი.

 „ჩვენმა კოლეგებმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს და გიგა ბოკერიას მცირე ჯგუფს შეუერთდნენ. შესაბამისად, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ ახალი სახითა და შემადგენლობით ჩამოყალიბდება“, — განაცხადა ნადირაძემ ბრიფინგზე.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
„ნაცმოძრაობამ“ პარლამენტში უმცირესობა დაკარგა

 „ნაციონალური მოძრაობიდან“ გასული დეპუტატები ფრაქცია „თბილისს“ ჩამოაყალიბებენ. ორივე ფრაქციაში სამ-სამი დეპუტატი იქნება. ახალი ფრაქციების ჩამოყალიბების განცხადებით დეპუტატებმა საკრებულოს ბიუროს უკვე მიმართეს.

ენმ-ის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა სევდია უგრეხელიძემ მიიღო გადაწყვეტილება გახდეს დამოუკიდებელი დეპუტატი.

“ერთი რომელიმე მხარის არჩევა ამ პირობებში ნიშნავს მეორისადმი დაპირისპირებას, რისთვისაც მე პირადად არავითარი საფუძველი არ გამაჩნია, ამიტომ არ ვერთიანდები არც ერთ ფრაქციაში და ვრჩები საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატად“, — განაცხადა ბრიფინგზე სევდია უგრეხელიძემ.

დღევანდელ დღემდე ის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო. ამასთან ერთად მან აღნიშნა, რომ თვით პარტიის დატოვებას არ აპირებს.

გიგი უგულავა - Sputnik საქართველო
უგულავა-ბოკერიას გუნდი საქართველოში ახალ მოძრაობას ქმნის

2016 წლის შემოდგომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ორ ჯგუფად დაიშალა, ერთ-ერთ მათგანს პარტიის „რუხ კარდინალად“ წოდებული გიგა ბოკერია და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ხელმძღვანელობენ, მეორეს კი ახალაიების ოჯახის „კლანი“, სააკაშვილის უახლოესი თანამებრძოლები.

დაპირისპირება პარტიაში სერიოზულ კონფლიქტში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც პარტიის ხელმძღვანელობის ნაწილი სააკაშვილის 2016 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის ბოიკოტირების სურვილის წინააღმდეგ წავიდა. 

სააკაშვილმა თავისი ყოფილი თანამებრძოლები ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში დაადანაშაულა. ამის საპასუხოდ სააკაშვილს განუცხადეს, რომ ის არ არის პარტიის ლიდერობის ღირსი და ის დღეს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის პრობლემაა.

 

ყველა ახალი ამბავი
0