თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. ბიშკეკში მომხდარი ავიაკატასტროფის ადგილზე 11 დაშავებული ადამიანი იპოვეს, განუცხადა „Sputnik–ყირგიზეთს“ ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტროს კონსულტანტმა ელენა ბაიალინოვამ.
სატვირთო თვითმფინავი Boeing 747-400 ყირგიზეთის დედაქალაქში, საერთაშორისო აეროპორტ „მანასის“ ახლოს, ასაფრენ-დასაფრენი ზოლიდან 1,5 კმ-ში ჩამოვარდა.
მანამდე რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ განაცხადა, რომ ავიაკატასტროფის შედეგად 34 ადამიანი, მათ შორის, ეკიპაჟის 4 წევრი დაიღუპა.
როგორც ბაიალინოვამ აღნიშნა, ოფიციალურად გარდაცვალების 31 ფაქტია დადასტურებული. გარდა ამისა, ნაპოვნია 9 დაღუპულის სხეულის ნაწილები.
ორსულობის შეწყვეტის საფრთხის გამო ქალაქის კლინიკურ საავადმყოფოში 26 წლის ახალგაზრდა ქალი მოათავსეს. ასევე, ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ნანგრევებს შორის კიდევ ერთი დაზარალებულია ნაპოვნი, განაცადა ბაიალინოვამ.
ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ბაიალინოვამ აღნიშნა, რომ შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების 14 ბრიგადა მუშაობს. ადამიანების ძებნის ოპერაცია კი ამ დრომდე გრძელდება.