თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. ბიშკეკში თურქული Boeing 747-ის ჩამოვარდნის შემდეგ ყირგიზეთის დედაქალაქის აეროპორტმა „მანასმა“ ჩვეულ რეჟიმში განაახლა მუშაობა, იუწყება „Sputnik–ყირგიზეთი“ აეროპორტის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
სატვირთო თვითმფრინავი Boeing 747-400 ორშაბათს, დილით ყირგიზეთის დედაქალაქში, საერთაშორისო აეროპორტ „მანასის“ ახლოს, ასაფრენ-დასაფრენი ზოლიდან 1,5 კმ-ში, დაჩა-სუუს დასახლებაში ჩამოვარდა. კატასტროფის შედეგად 32 კერძო საცხოვრებელი სახლი დაინგრა. სხვადასხვა მონაცემებით, დაღუპულია 35–დან 37–მდე ადამიანი.
„საერთაშორისო აეროპორტმა „მანასმა“ ჩვეულ რეჟიმში მუშაობა ადგილობრივი დროით 13:30 საათზე დაიწყო“, — განუცხადა სააგენტოს პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.
ავიაკატასტროფის ადგილზე სამაშველო-საძიებო სამუშაოები კვლავ გრძელდება და მასში მონაწილეობას აეროპორტის სპეციალისტებიც იღებენ.