საქართველოს პირველი პირები ბიშკეკის ავიაკატასროფის გამო მწუხარებას გამოთქვამენ

© © Sputnik / Табылды Кадырбековავიკატასტროფა ყირგიზეთში
ავიკატასტროფა ყირგიზეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
16 იანვარს, დილით ბიშკეკის აეროპორტ „მანასის“ ახლოს, სააგარაკო დასახლებაში Turkish Airlines-ის კუთვნილი სატვირთო თვითმფრინავი Boeing 747-400 ჩამოვარდა, რომელიც ჰონგ-კონგიდან მოფრინავდა.

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბიშკეკთან თურქული ავიაკომპანიის თვითმფრინავის Boeing 747-ის ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით მწუხარება გამოხატეს.

თურქეთის ავიახაზების სატვირთო Boeing 747 ბიშკეკში ორშაბათს, დილით ჩამოვარდა და აეროპორტის ახლოს სააგარაკო დასახლებას დაეცა.

სატვირთო თვითმფრინავი Boeing 747-400 აეროპორტ „მანასის“ ასაფრენ-დასაფრენი ზოლიდან 1,5 კილომეტრში ჩამოვარდა მაშინ, როცა დაფრენას ახორციელებდა. თვითმფრინავი „თურქეთის ავიახაზების“ კუთვნილებაა და ასრულებდა რეისს ჰონგ-კონგი–ბიშკეკი–სტამბული. კატასტროფის შედეგად 32 კერძო საცხოვრებელი სახლი დაინგრა. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს მონაცემებით, დაღუპულია 37 ადამიანი — ეკიპაჟის ხუთი წევრი და 32 ადგილობრივი მოსახლე.

„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ყირგიზეთში თურქეთის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო და თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს“, — დაწერა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

ავიაკატასტროფა ბიშკეკში - Sputnik საქართველო
ავიაკატასტროფა ბიშკეკში: თვითმფრინავის ნამსხვრევების ქვეშ 11 გადარჩენილი იპოვეს

„გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, ყირგიზეთისა და თურქეთის მეგობარ ხალხებს და ასევე მათ მთავრობებს“, — ნათქვამია კვირიკაშვილის სამძიმრის წერილში. 

ამ ეტაპზე ბიშკეკთან „ბოინგის“ ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა 15 ცხედარია ამოცნობილი.

ყველა ახალი ამბავი
0