NDI: საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთთან კარგ ურთიერთობებს ემხრობა

© Sputnik / Alexander Imedashviliრუსთაველის გამზირი
რუსთაველის გამზირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, საქართველოში რუსეთთან კარგი ურთიერთობების მომხრეთა რაოდენობა გაიზარდა.

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა (54%) მიიჩნევს, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა პროდასავლური უნდა იყოს, თუმცა ამავე დროს ხელისუფლებამ რუსეთთან კარგი ურთიერთობები უნდა შეინარჩუნოს, ასეთია აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგი.

პრაღა - Sputnik საქართველო
აბაშიძისა და კარასინის მორიგი შეხვედრა პრაღაში 2017 წლის დასაწყისში გაიმართება

გასული წლის ზაფხულში ჩატარებულ გამოკითხვასთან შედარებით ამჟამად ამ მოსაზრების მქონე ადამიანთა რაოდენობა 6%-ით გაიზარდა.

გამოკითხულთა ნაწილი (18%) მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო კურსი პრორუსული უნდა იყოს, ამასთან ერთად კარგი ურთიერთობები უნდა შენარჩუნდეს ევროკავშირთან და ნატოსთან.

ერთმნიშვნელოვანი პასუხების მქონე რესპონდენტების რაოდენობა ნაკლები იყო: გამოკითხულთა 12% მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი პროდასავლური უნდა იყოს, ხოლო 9% — პრორუსული. პასუხი არ ჰქონდა მხოლოდ რესპონდენტთა 7%-ს.

საქართველოს მოსახლეობის თითქმის მესამედი (31%) ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს, თუ უარს იტყვის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე რუსეთთან უფრო კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბების სანაცვლოდ.

საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო
საქართველო რუსეთთან რაციონალური პოლიტიკის გაგრძელებას აპირებს

მოსახლეობის უმრავლესობა კი (53%) მხარს უჭერს მოსაზრებას, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციით. არც ერთ მოსაზრებას არ ეთანხმება გამოკითხულთა 7%, ხოლო 9%-მა არ იცის პასუხი, 1%-მა პასუხზე უარი განაცხადა.

კვლავ მაღალია საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილის პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც მხარს უჭერს მთავრობის ევროკავშირისკენ სწრაფვას — 72%, ამ მისწრაფების წინააღმდეგია გამოკითხულთა 18%. ნატოში შესვლას მხარს უჭერს გამოკითხვის მონაწილეთა 61%, ხოლო 25% — წინააღმდეგია, 14%-ს კი ამაზე პასუხი არ აქვს.

გამოკითხვა კვლევის „საზოგადოებრივი განწყობა საქართველოში“ ფარგლებში  4 ნოემბრიდან 4 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. პირდაპირი ინტერვიუს გზით, წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე სულ გამოიკითხა 3 141 ადამიანი. ცდომილება 1,8%-ს შეადგენს.

NDI-ს კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) აფინანსებს. გამოკითხვას ატარებს კვლევითი რესურსების ცენტრი. კვლევის შედეგების პრეზენტაცია ორშაბათს NDI-ს დირექტორმა ლორა ტორნტონმა (Laura Thornton) გამართა.

ყველა ახალი ამბავი
0