CEFC China Energy ფოთის თავისუფალი იდუსტრიული ზონის 75%-იანი წილის ყიდვას აპირებს

გამოწერა
ჩინური კორპორაცია ინვესტიციების მოზიდვას აპირებს ფოთში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შემდგომი განვითარებისათვის.

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. საქართველოს მთავრობასა და,,CEFC China Energy Company Limited”-ს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს „ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივების გაძლიერების შესახებ“. დოკუმენტს ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და CEFC China Energy Company Limited-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჟიანჟუნ ჟანგიმ ორშაბათს მოაწერეს, იტყობინება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 

 მემორანდუმის მიზანია ერთობლივი ინიციატივების განხორციელებით ახალი აბრეშუმის გზის პოტენციალის რეალიზაციის ხელშეწყობა, რომლის ფარგლებშიც უმსხვილესი კორპორაცია „CEFC China Energy Company Limited“-ის მიერ შპს „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ 75%-იანი წილის შეძენა განიხილება.

ნარიყალას ციხე-სიმაგრე და ხედი ძველ თბილისზე - Sputnik საქართველო
საქართველოში ინვესტიციები იზრდება

„CEFC China Energy Company Limited“–ი წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა ენერგეტიკის, საფინანსო, კომერციულ, სავაჭრო და ლოგისტიკის სფეროებში. შემოსავლების მიხედვით, იგი მსოფლიოს უმსხვილესი კორპორაციების ხუთასეულში შედის. კომპანია ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შემდგომ განვითარებას – ჩინეთის განვითარებული ინდუსტრიული ზონების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით და გადამამუშავებელი წარმოების, თანამედროვე ტექნოლოგიების, სასაწყობე მეურნეობისა და ლოგისტიკის განვითარებისთვის საჭირო ინვესტიციების მოზიდვით გეგმავს.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები მიზნად ისახავენ, აწარმოონ განხილვები და მოლაპარაკებები, თანასწორობის, ნაცვალგების და კეთილი ნების პრინციპებზე დაყრდნობით „ფოთის თიზ“-ში გამჭვირვალე ბიზნეს საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ერთობლივი თანამშრომლობისთვის ინფორმაციის ურთიერთგაცვლის და საწყისი პრინციპების გამოკვეთის გზით.

 

ყველა ახალი ამბავი
0