თოვლის მსოფლიო დღე: ისტორია და საინტერესო ფაქტები

© photo: Sputnik / Роман Денисов / გადასვლა მედიაბანკშისასტუმრო "გუდაური"
სასტუმრო გუდაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
თოვლის მსოფლიო დღეს (World Snow Day) ბევრ ქვეყანაში იანვრის მეორე ნახევარში, ერთ-ერთ კვირა დღეს ზეიმობენ. 2017 წელს ის 15 იანვარს აღინიშნება.

დღესასწაულის სხვა სახელწოდებაა — სპორტის ზამთრის სახეობათა მსოფლიო დღე, რომელიც საზოგადოების ყურადღებას სამთო კურორტებსა და მათ განვითარებაზე ამახვილებს.

ისტორია

 თოვლის მსოფლიო დღე პირველად სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის (FIS) ინიციატივით2012 წლის იანვარში იზეიმეს. მისი ძირითადი მიზანია ზამთრის აქტიურ დასვენებაში, სპორტულ შეჯიბრებებსა და ჯანსაღი ცხოვრების წესში რაც შეიძლება ბევრი ადამიანის ჩართვა.  

© გ. ტურაშვილიდიდთოვლობა ძველ ბათუმში
დიდთოვლობა ძველ ბათუმში - Sputnik საქართველო
დიდთოვლობა ძველ ბათუმში

ამ დღესასწაულის ორგანიზება სათხილამური სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პროგრამის „გავიყვანოთ ბავშვები თოვლზე" რეალიზაციის მეორე ნაბიჯად იქცა. დღესასწაულის თარიღიც შემთხვევით არ არის შერჩეული — იანვრის ბოლოს, როდესაც მთავრდება საშობაო არდადეგები, საჭიროა სამთო-სათხილამურო კურორტებისადმი ყურადღების მიპყრობა.

ამ დღეს ტარდება სხვადასხვა მხიარული შეჯიბრება, საინტერესო საჩვენებელი გამოსვლები და თოვლის ფესტივალები, რომელთა მიზანია ზამთრის სპორტის სახეობათა პოპულარიზაცია.

დღესასწაულში ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ქვეყანა იღებს მონაწილეობას.

საქართველოში

საქართველოშიც ეს დღესასწაული უკვე მეექვსე წელია აღინიშნება. წელს ბავშვები საქართველოს ოთხივე სამთო კურორტზე: გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძის უღელტეხილზე,,თოვლის მსოფლიო დღეს“ იზეიმებენ.

15 იანვარს 12:00 სთ.-ზე გუდაურში (გონდოლის მიმდებარე ტერიტორიაზე),,თოვლის მსოფლიო დღესთან“ დაკავშირებით, საქართველოს სათხილამურო ფედერაცია თავისი გენერალური სპონსორის კომპანია,,სილქნეტის“ მხარდაჭერით, ბავშვთა გასართობ ღონისძიებას გამართავს. ბოლო წლებია სათხილამურო ფედერაციის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და კომპანია,,სილქნეტის“,,თოვლის მსოფლიო დღის“ ჩატარების ინციატივას, მთის კურორტების განვითარების კომპანია შემოუერთდა, წელს კი ამ სასარგებლო დღის აღნიშვნაში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაც ჩაერთო. 

© photo: Sputnikგუდაურში
გუდაურში - Sputnik საქართველო
გუდაურში

წელს 4-დან 14 წლამდე ბავშვთა შორის გასართობი შეჯიბრება ჩატარდება. ღონისძიებაში, ყველა მსურველთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს: საკვირაო სკოლა,,რებუსი“, კულინარიის სკოლა,,კარამელი“,,,ბასტი ბუბუს“ მომღერალი ბავშვები და ანიმატორთა ჯგუფი,,გასართობი ავტობუსი“.

ბავშვები ერთმანეთს მხიარულ და მეგობრულ ატმოსფეროში შეეჯიბრებიან. ტრასაზე საშეჯიბრო კარების ნაცვლად, საბავშვო ბანერები (თაღები) იქნება განლაგებული. ბავშვებს კი სპეციალურად,,თოვლის მსოფლიო დღის“ აღსანიშნავი სასტარტო ნომრები ეცმევათ, საჩუქრებად კი მიიღებენ მაისურებს ლოგოთი —,,თოვლის მსოფლიო დღე“.

თოვლის მსოფლიო დღე 15 იანვარს საქართველოს სხვა მთის კურორტებზეც აღინიშნება: ბაკურიანი — 12:00 სთ, მესტია — 12:00 სთ, გოდერძი — 12:00 სთ.

საინტერესო ფაქტები

დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 50%-ს ნამდვილი თოვლი არასდროს უნახავს. 

 ითვლება, რომ ორი ერთნაირი ფორმის ფიფქი არ არსებობს. როგორც ფიზიკოსი ჯონ ნელსონი ამტკიცებდა, ფიფქების გეომეტრიული ფორმების ვარიანტების რაოდენობა სამყაროში ატომთა რაოდენობას აღემატება.

დაფიქსირებულია შემთხვევები, როდესაც მოვიდა შავი (შვეიცარიაში, 1969 წელს) და მწვანე თოვლიც კი (კალიფორნიაში). უმცირესი წყალმცენარის — თოვლის ქლამიდომონადას ცხოველმოქმედების წყალობით, ანტარქტიკასა და კავკასიის მთებში ხვდება ვარდისფერი, წითელი ან იისფერი თოვლი.

ცნობილია, რომ 1949 წელს თოვლი საჰარაში მოვიდა და ნახევარი საათი არ დადნა. 

 აშშ-ში პროფესორ კენეტ ლიბრეხტის ლაბორატორიაში თოვლის ფიფქებს ხელოვნურად ზრდიან.

ჩვეულებრივ, ფიფქების დიამეტრია 5 მმ და წონა 0,004 გრამი. ვარაუდობენ, რომ თოვლის ერთ კუბურ მეტრში 350 მილიონი ფიფქია. 

მიტარბის ახალი სათხილამურო ტრასა - Sputnik საქართველო
ბაკურიანში მიტარბის განახლებული სათხილამურო ტრასა გაიხსნა

გარდა ამისა, ცნობილია ფიფქი რეკორდსმენის შესახებაც. უზარმაზარი ფიფქი დედამიწას დაეცა 1887 წლის 28 იანვარს ფორტ-კეოში (მონტანა, აშშ). მისი დიამეტრი დაახლოებით 38 სანტიმეტრი იყო. ამის შესახებ გასული საუკუნის ამერიკული სამეცნიერო ჟურნალები წერდნენ. სხვათა შორის, მოსკოველებსაც ჰქონდათ გიგანტი ფიფქების ხილვის საშუალება. 1944 წლის 30 აპრილს მოსკოვში ადამიანის მტევნისხელა ფიფქები ცვიოდა. ისინი სირაქლემას ბუმბულებს წააგავდნენ.

თოვლის რეკორდული რაოდენობა — 4,8 მეტრი, 1959 წელს აშშ-ში კალიფორნიის შტატში შასტას მთაზე დაფიქსირდა. თოვა ექვსი დღე-ღამე არ წყდებოდა. 

გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრილი ყველაზე დიდი გუნდა ბელარუსებს ეკუთვნის — გუნდის დიამეტრი 6,84 მეტრი და სიმაღლე 2,18 მეტრი იყო. ის დაახლოებით ოთხ ტონას იწონიდა.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.


ყველა ახალი ამბავი
0