შარტავას ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს

© Sputnik / Denis Aslanovსაავადმყოფო
საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციამ დამნაშავის იდენტიფიცირება შეძლო, ამ ეტაპზე მისი ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს.

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. მამაკაცი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს, კვირას დილით საავადმყოფოში გარდაიცვალა, იუწყება ტელეარხი „იმედი“

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტის სიძე თბილისის ცენტრში დაჭრეს

უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში შაბათს მოათავსეს, სადაც მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. სამედიცინო დაწესებულებაში მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ.

ინციდენტი შარტავას ქუჩაზე მოხდა, პოლიცია შემთხვევის ადგილზე ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გამოიძახეს.

შსს-ს ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავის ვინაობა დადგენილია და ამ ეტაპზე მისი ძებნის ოპერაცია ტარდება.

სისხლის სამართლის საქმე „განზრახ მკვლელობის“ მუხლითაა აღძრული, რაც 7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ყველა ახალი ამბავი
0