საქართველოს მთებში ექსტრემალებს ვერტმფრენები გადაიყვანენ

© photo: Sputnik / Alexander Wilf / გადასვლა მედიაბანკშითვითმფრინავი
თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავსტრიულმა და გერმანულმა კომპანიებმა ზამთრის სეზონში საქართველოს მთებში ექსტრემალური სპორტის მოყვარულების გადასხმის ნებართვები მიიღეს.

თბილისი, 15 იანვარი —  Sputnik. კომპანიები Wucher Helikopter Gmb-ი და HTM Helicopter Travel Munich GmbH-ი საქართველოს ზამთრის კურორტებზე ფრენებს განახორციელებენ — ავსტრიულ და გერმანულ კომპანიებს შესაბამისი ნებართვა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიანიჭა. 

სასტუმრო გუდაური - Sputnik საქართველო
თოვლის მსოფლიო დღე: ისტორია და საინტერესო ფაქტები

ავსტრიული კომპანია Wucher Helikopter Gmbh-ი მიმდინარე წლის 10 იანვრიდან 10 აპრილამდე სტეფანწმინდა-გუდაურის ზონაში განახორციელებს ოპერირებას.

ფრენები განხორციელდება ხელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში და ვიზუალური ფრენის წესებით (VFR) AS 350 B3 Ecureuil და AS 350 B Lama-ს ტიპის თანამედროვე ვერტმფრენებით.

Wucher Helikopter Gmbh კომპანია სტეფანწმინდა-გუდაურის ზონაში „Heli-skiing" ტურებს მოემსახურება, რაც ვერტმფრენებით მოთხილამურეებისა და სნოუბორდისტების მცირე ტურისტული ჯგუფების გაუკვალავ თოვლში გადასხმას და მათთვის თხილამურებით სრიალისა და სნოუბორდინგის ორგანიზებას გულისხმობს.

ავსტრიული კომპანია საქართველოს ზამთრის კურორტების ზონებში 2013 წლიდან ოპერირებს. 

 იგივე დანიშნულებით განახორციელებს ფრენებს გერმანული კომპანია HTM Helicopter Travel Munich GmbH-ი. ოპერირება 2017 წლის 16 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, გუდაურის საკურორტო ზონაში AS 350 B3 ტიპის თანამედროვე ვერტმფრენით იგეგმება. შესაბამისი შუამდგომლობით სააგენტოს შპს „ელექსირმა" მიმართა.

კომპანიების ოპერირება ხელს შეუწყობს უცხოელი ტურისტების მოზიდვას საქართველოს სათხილამურო კურორტებზე და უზრუნველყოფს ზამთრის ტურიზმისათვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნას. 

© სტანისლავ კოზლიაკოვსკი, Sputnik-georgiaსაქართველოს ზამთრის კურორტები
საქართველოს ზამთრის კურორტები - Sputnik საქართველო
საქართველოს ზამთრის კურორტები


ყველა ახალი ამბავი
0