„ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა" - საკრებულოში ორი ფრაქცია იქნება

© photo: Sputnikთბილისის საკრებულო
თბილისის საკრებულო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვინაიდან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" თბილისის საკრებულოში ისედაც ორი ფრაქცია ჰყავდა, მათი კვოტები სხვადასხვა კომისიებში არ შეიცვლება. ზოგადად, ფრაქციის შესაქმნელად სამი დეპუტატია საჭირო, „ნაცმოძრაობა" კი შვიდი დეპუტატით იყო წარმოდგენილი.

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik.  ყოფილ მმართველ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" განვითარებული მოვლენების შედეგად, თბილისის საკრებულოში ორი ფრაქცია შეიქმნება, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".

კვირის ბოლოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერთა ნაწილმა პარტიიდან წასვლის შესახებ განაცხადა. „ნაციონალური მოძრაობიდან" პარლამენტში მოხვედრილი 27 დეპუტატიდან 21-მა დატოვა პარტია. პარტიამ მაშინ ორი ფრაქცია ჩამოაყალიბა — „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და „ნაციონალური მოძრაობა საქართველოს წინსვლისთვის". 

ფრაქციას „ერთიანი ნაციონალური  მოძრაობა" სახელი შეეცვალა და დაერქვა „ევროპული საქართველო".  

პარლამენტი - Sputnik საქართველო
„ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს პარლამენტში ფრაქციების გარეშე რჩება

სახელწოდება ეცვლება აგრეთვე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა — საქართველოს წინსვლისთვის“, რომელსაც ელენე ხოშტარია ხელმძღვანელობს. ამ ფრაქციას „ევროპული საქართველო უკეთესი მომავლისათვის“ ეწოდება.

რაც შეეხება თბილისის წარმომადგენლობით ორგანოს, შესაბამისი ცვლილებები და გადაჯგუფებები აქაც განხორციელდება. საკრებულოში ფრაქცია „ევროპულ საქართველოს“ მამუკა ახვლედიანი უხელმძღვანელებს.  ახვლედიანის გარდა, ფრაქციის შემადგენლობაში იქნებიან მამუკა ავალიანი და დავით შიოშვილი.  

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობაში" რჩებიან მარინე დათუკიშვილი, თემურ გრიგალაშვილი და ირაკლი ნადირაძე, რომელიც სათავეში ჩაუდგება ფრაქციას. 

რაც შეეხება სევდია უგრეხელიძეს, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ის დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით დარჩენილიყო, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ის  ფრაქცია „ნაციონალურ მორაობას“ შეუერთდეს.

ვინაიდან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" თბილისის საკრებულოში ისედაც ორი ფრაქცია ჰყავდა, მათი კვოტები სხვადასხვა კომისიებში არ შეიცვლება. ზოგადად, ფრაქციის შესაქმნელად სამი დეპუტატია საჭირო, „ნაცმოძრაობა" კი შვიდი დეპუტატით იყო წარმოდგენილი. 

თბილისის საკრებულოში ამ ეტაპზე პარტიიდან ბიუროში განცხადების წარდგენას ელოდებიან, რის შემდეგაც გარკვეული პროცედურები გატარდება.

„მათი განცხადების შემდეგ, საკითხი ბიუროს სხდომაზე ცნობად იქნება მიღებული. იმ თარიღით რა თარიღშიც განცხადება იქნება დაფიქსირებული, შექმნილი იქნება უკვე ახალი კონფიგურაციით აღნიშნული ფრაქციები", — განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0