თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მეუღლის მაკა ჩიჩუას ძმა მიხეილ მგალობლიშვილი სამართალდამცველებმა დააკავეს, იუწყება ტელეარხი „იმედი“.
მგალობლიშვილს ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება ედება, რაც ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე მგალობლიშვილს პატიმრობა შეეფარდა.
საქართველოს პირველი ლედის ძმა სამჯერ არის ნასამართლევი. მას 17 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, თუმცა, პრეზიდენტმა შეწყალების წესით ის 2015 წელს გაათავისუფლა.