თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. საფრანგეთის ოპოზიციური პარტია „რესპუბლიკელების“ წარმომადგენლებმა ქვეყნის ექს-პრემიერი ფრანსუა ფიიონი საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელეს, იუწყება „რია ნოვოსტი“ სააგენტო „ფრანს პრესზე“ დაყრდნობით.
პარტიის ეროვნული საბჭოს წინაშე გამოსვლისას, ფიიონმა განაცხადა, რომ საფრანგეთის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს.
„ჩვენი პრიორიტეტი — ეს ფრანგებია. ჩვენი პრიორიტეტი — საფრანგეთის გაუმჯობესების პროექტია“, — განაცხადა ფიიონმა.
როგორც მან აღნიშნა, ის საკუთარ პროგრამას არ შეცვლის.
„მე ფრანსუა ფიიონი ვარ და არა ფრანსუა ოლანდი“, — დასძინა პოლიტიკოსმა.
კონკრეტული გეგმების ჭრილში ფიიონმა რადიკალ ისლამისტებთან „შეუწყნარებელი“ ბრძოლა და „მიგრაციის მინინუმამდე“ შემცირება ახსენა.
ფიიონმა განაცხადა, რომ მისის პრეზიდენტობის პერიოდში საგარეო პოლიტიკაც საფრანგეთის ინტერესების გათვალისწინებით წარიმართება.
„ვინც არ უნდა მეთაურობდეს მოსკოვში კრემლს და თეთ სახლს ვაშინგტონში, მეგობრობაზე არაფერია სასაუბრო, როდესაც საქმე საფრანგეთის ინტერესების დაცვასა და ფრანგების უსაფრთხოებას ეხება“, — განმარტა მან.
ამასთან, პოლიტიკოსმა ხაზი გაუსვა „რუსეთთან ღია დიალოგის“ აუცილებლობას.
გარდა ამისა, ფიიონმა „არმიის (საფრანგეთის) შესაძლებლობების გაძლიერების“ აუცილებლობა აღნიშნა, რამდენადაც „ცივი ომისა“ და 2011 წლის 11 სექტემბრის „შოკის“ შემდეგ მსოფლიო მნიშვნელოვნად შეიცვალა.
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები ორ ტურად 2017 წლის 23 აპრილსა და 7 მაისს გაიმართება.